ლევ ლოპატინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოპატინსკი.
ლევ ლოპატინსკი
დაბ. თარიღი 6 (18) იანვარი, 1842
დაბ. ადგილი დოლინა
გარდ. თარიღი 21 აგვისტო, 1922(1922-08-21) (80 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
რსფსრ
საქმიანობა ენათმეცნიერი და ეთნოგრაფი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი
ნათესავ(ებ)ი Yaroslav Lopatinskyi

ლევ (ლეო) გრიგორის ძე ლოპატინსკი (რუს. Лев Григорьевич Лопатинский; დ. 6 (18) იანვარი[1], 1842, დაბა დოლინო, გალიცია — გ. 21 აგვისტო[2], 1922, ბაქო) — უკრაინელი პედაგოგი, ლინგვისტი, ფილოლოგი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი, იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევარი, სახელმწიფო მრჩეველი. 1901 წლიდან მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების დამფუძნებელი და მისი უცვლელი თავმჯდომარე, ხოლო 1921 წლიდან საპატიო თავმჯდომარე. 1921 წლიდან მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ბაქოს განყოფილების თავმჯდომარე. 1914 წლიდან რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების საპატიო წევრი. 1922 წელს დაბადებიდან 80 წლის თავზე ბაქოს უნივერსიტეტმა მიანიჭა კავკასიის ენათმეცნიერების დოქტორის ხარისხი — honoris causa. მისი საერთო რედაქტორობით გამოვიდა შრომათა კრებულის ხუთი ტომი („Сборник материалов для описания местностей и племён Кавказа“).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრაღის უნივერსიტეტში დაწყებული უმაღლესი სასწავლებელი, 1864 წელს ლვოვის უნივერსიტეტში დაასრულა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით. სასწავლებლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო კლასიკური ენების მასწავლებლად. 1866 წლიდან მოღვაწეობა რუსეთში გააგრძელა. 1874 წელს იგი ნოვგოროდ-სევერსკის გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა ტროიცკის გიმნაზიაში, 1877 წელს კი იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს უფაში. დირექტორად დაინიშნა ჯერ 1881 წელს ყაზანის სასწავლო ოლქში, ხოლო 1883-1889 წლებში კი ხელმძღვანელობდა პიატიგორსკის გიმნაზიას. 1889-1917 წლებში იყო კავკასიის სასწავლო ოლქის, საოლქო ინსპექტორი.

1917 წელს, რევოლუციის დასაწყისში ლოპატინსკი ძველებურად განაგებდა სასწავლო ოლქს, მაგრამ მას შემდეგ რაც ოლქში შეიქმნა კომისარიატი სასწავლო პროცესების სამართავად, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამსახური და მთლიანად სამეცნიერო მუშაობას მიეძალა. ახლადგახსნილი ამიერკავკასიის უნივერსიტეტში იგი თავდაპირველად დოცენტად აირჩიეს, შემდეგ კი პროფესორად, მაგრამ 1919 წლის შემოდგომაზე, უნივერსიტეტის დახურვის შემდეგ, მან დატოვა თბილისი, საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ბაქოს უნივერსიტეტში პროფესორად სადაც კითხულობდა ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიას.

არაერთი სტატია აქვს დაწერილი ლვოვის მალოროსიულ ჟურნალებში: „Вечерницы“, „Мечта“ და გაზეთ „Слово“-ში, რის შემდეგადაც მისი ნაშრომები იბეჭდებოდა „Русский филологический вестникъ“-ში, სადაც მიმოხილული ჰქონდა ჩრდილოეთ მოლოროსიის დიალექტის თავისებურებები.

ლოპატინსკი იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილების შრომათა საერთო ხელმძღვანელი. ამ თანამდებობაზე იგი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა შეუცვლელად. 1921 წელს მან ბაქოში დააარსა ამ საზოგადოების აზერბაიჯანული განყოფილება, საკუთრივ მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი კი იგი 1902 წლიდან იყო. 1914 წელს აირჩიეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოებისა და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრად.

1922 წწლის 6 იანვარს დაბადების 80 წლის აღსანიშნავად მას იუბილე გადაუხადეს. ლოპატინსკის მეცნიერული საქმიანობის გთვალისწინებით ბაქოს უნივერსიტეტმა მას დისერტაციის დაუცველად მიანიჭა კავკასიური ენებისა და ლიტერატურის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

ლევ ლოპატინსკი 1891-1913 წლებში რედაქტორობდა პერიოდულ კრებულს „СМОМПК“-ის სამეცნიერო მრავალტომეულ გამოცემას. ლოპატინსკი იკვლევდა ყაბარდულ ენას, რომელზეც დაწერა ყაბარდულ-რუსული ლექსიკონი. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ლოპატინსკიმ სურვილი გამოთქვა წვეოდა თურქეთში გადასახლებულ უბიხ მოსახლეობას მათგან უბიხური ენის შესწავლის მიზნით, რაზეც უმაღლესი მთავრობისაგან უარი მიიღო. უარყოფითი პასუხის გამო მოითხოვა გაეგზავნათ ადოლფ დირრი იდენტური მისიით.

მისი წერილების ნაწილი ინახება ავსტრიელი ქართველოლოგის ჰუგო შუხართის პირად არქივში, რომელიც იქ პირადი მიმოწერიდან დარჩა. ლოპატინსკის წერილები დაწერილია გერმანულ ენაზე, რომელიც მოიცავს პერიოდს 1895 წლიდან 1913 წლამდე. მიმოწერიდან ირკვევა რომ ლევ ლოპატინსკის ჰყავდა ექვსი ვაჟი (მსტისლავი, ბორისი, გლები). ორიოდე წერილი დაცულია თბილისის ლიტერატურის მუზეუმში, სადაც ლოპატინსკი თხოვნით მიმართავს გრაფინია პრასკოვია უვაროვას გააგზავნოს აფხაზეთში ექვთიმე თაყაიშვილი, 1903 წელს ახლადაღმოჩენილი ქართული ეპიგრაფიკული მასალის წასაკითხავად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Латинская книга для чтения“ (კიევი, 1871);
  • „Народный календарь“ (1861);
  • „Кабардинская грамматика со славаремъ“ — ლაიფციგის უნივერსიტეტისაგან მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
  • „მცირე ყაბარდული გრამატიკა“ („Краткая Кабардинская грамматика“),
  • „რუსულ-ყაბარდული გრამატიკა უკუსაძიებლით“ („Русско-кабардинский словарь с обратным указателем“),
  • „შენიშვნები ადირეური ენის კიახური დიალექტის შესახებ“ (1891);
  • „ადიღეური (ჩერქეზული) ტექსტები“ (1896);
  • „სუფიქსები რუსულ ენაში“ („Суффиксы русского языка. Влияние кавказских языков на их образование“) (1902),
  • „Заметки об особенностях нальчикского говора“ (1904),
  • „Кое-что о кумыках и об их языке“. Составил „Русско-кабардинский словарь...“ (1890)
  • „ყაბარდული ანბანი“ („Кабардинская азбука“) (1906).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შენგელია ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 291.
  • Марр Н. Я. Отзыв о трудах Л. Г. Ло­­патинского // Зап. Восточ. отделения Рус. археол. об-ва. 1917. Т. 24;
  • Меликсет-Беков Л. Л. Г. Лопатинский: Некролог // Заря Востока. 1922, 26 авг.;
  • Памяти Л. Г. Лопатинского // Изв. Азерб. ун-та. 1925. Т. 4–5;
  • Алиева А. Л. Г. Лопатинский (Жизнь и деятельность, работа по изданию и изучению нартского эпоса ады­гов) // Тр. Карачаево-Черкес. НИИ эконо­­мики, истории, языка и лит-ры. Чер­­кесск, 1970. Вып. 6;
  • Полєк В. Лев Лопатинсь­кий – дослідник Кавказу // Жовтень. 1984. № 9;
  • Габуниа З. М. Научные пор­­треты кавказоведов-лингвистов // Из истории лингвист. учений. Нальчик, 1991;
  • Алієва А. Лев Лопатинський як орієнталіст і журналіст // Укр. журналістика в контексті доби. Л., 2004;
  • Кусова Л. Б. Научно-просветительская и педаго­­ги­­чес­­кая деятельность Л. Г. Лопатин­­ско­­го, Т. П. Кашежева и П. И. Тамбиева на Северном Кавказе. Владикавказ, 2005;
  • ვ. იმნაიშვილი, „არდავიწყება მოყვარისა“, თბ., 2006, გვ. 262-285
  • Бекоева Т. А., Кусова Л. Б. Просвети­­тельская деятельность Л. Г. Лопатинс­­кого в Северо-Кавказском регионе // Вест. Северо-Осетин. ун-та. 2010. № 4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Марр Н. Я. Отзыв о трудах Л. Г. Ло­­патинского // Зап. Восточ. отделения Рус. археол. об-ва. 1917. Т. 24
  2. Меликсет-Беков Л. Л. Г. Лопатинский: Некролог // Заря Востока. 1922, 26 авг.