შინაარსზე გადასვლა

ლედი და მაწანწალა (2019 წლის ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლედი და მაწანწალა“
ინგლ. Lady and the Tramp
რეჟისორი ჩარლი ბინი
პროდიუსერი ბრიგჰამ ტეილორი
როლებში
კომპოზიტორი ჯოზეფ ტრაპანეზი
მწარმოებელი კომპანია

Walt Disney Pictures

Taylor Made
დისტრიბუტორი

Disney+

Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი 12 ნოემბერი, 2019 (აშშ)
ხანგრძლივობა 104 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 60 მილიონი აშშ დოლარი

„ლედი და მაწანწალა" (ინგლ. Lady and the Tramp) — 2019 წლის გაცოცხლებული მიუზიკლის ჟანრის რომანტიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჩარლი ბინი, სცენარის ავტორი ანდრიუ ბუჰალსკი და კარი გრანულდი და წარმოებულია Walt Disney Pictures-ის მიერ. ფილმი წარმოადგენს უოლტ დისნეის 1955 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის გაცოცხლებულ ვარიანტს. ფილმში მონაწილე პერსონაჟებს ახმოვანებენ: ტესა ტომპსონი, ჯასტინ თეროუქსი, ჯანელ მონაი და სამუელ ელიოტი. ფილმში გამოდიან მსახიობები: თომას მანი, კირსი კლემონსი, ივეტე ნიკოლ ბრაუნი, ფარიდ მარი აბრაამი, ადრიან მარტინეზი და კენ ჯონგი.

ლედი და მაწანწალა გამოვიდა 2019 წლის 12 ნოემბერს, Disney+-ზე, რითაც ის დისნეის პირველი ფილმი გახდა, რომელიც თეატრალურად არ გამოსულა. ფილმმა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო. ისინი მეტწილად აქებდნენ მსახიობთა შესრულებებს და გახმოვანებებს, მაგრამ აკრიტიკებდნენ ვიზუალურ ეფექტებს და სცენარს.

  • თომას მანი - ძვირფასი ჯიმი, ლედის მეპატრონე;
  • კირსი კლემონსი - დარლინგი (საყვარელი), ძვირფასი ჯიმის ცოლი;
  • ივეტე ნიკოლ ბრაუნი - დეიდა სარა, საყვარელის დეიდა, რომელიც ვერ იტანს ძაღლებს და კატები უყვარს;
  • ფარიდ მარი აბრაამი - ტონი, მაწანწალას საყვარელი რესტორანის მეპატრონე;
  • ადრიან მარტინეზი - ელიოტი, რომელიც მიზნად ისახავს ძაღლების დაჭერას;
  • არტურო კასტრო - ჯო, შეფ-მზარეული, რომელიც ტონის რესტორანში მუშაობს;
  • ჯენ ჯონგი - უსახელო ექიმი, რომელიც ჯიმს და დარლინგს სტუმრობს.
  • ქეით კნეილენდი - ჯოკის მფლობელი;
  • დარილ ჰენდლი - თრასთის მფლობელი;
  • პარვეშ ჩიენა - ზოომაღაზიის მფლობელი
  • ტესა ტომპსონი - ლედი, ამერიკული სპანიელი;
  • ჯასტინ ტეროსი - მაწანწალა, შნაუცერისა და მუტის ჯიშის ძაღლი;
  • სემ ელიოტი - თრასთი, მოხუცის ბლადჰუნდი;
  • ეშლი იენსენი - ჯოკი, შოტლანდიური ტერიერი;
  • ჯანელ მონე - პეგი, ლედის მეგობარი ტიბეტური ჯიშის ძაღლი;
  • ბენედიქტ ვონგი - ბული, ბულდოგი, რომელიც მეგობრობს მაწანწალასთან;
  • კლენსი ბრაუნი - ისააკი, სასტიკი ქუჩის ძაღლი, რომელიც თავს ესხმის ლედის;
  • ნეიტ უანდერი - დევონი, დეიდა სარას კატა.
  • ჯეიმზ ბენტლი - შანსი, მაწანწალას მეგობარი ძაღლი

2018 წლის 8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ Walt Disney Pictures მუშაობას დაიწყებდა 1955 წლის, ლედი და მაწანწალს ფილმის გაცოცხლებულ ვარიანტზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ ფილმის პრემიერა შედგებოდა Disney +-ზე, რომელმაც მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო.[1] 2018 წლის 19 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილმის რეჟისორი იქნებოდა ჩარლი ბინი, ხოლო სცენარზე იმუშავებდა ენდრიუ ბუჰალსკის ბრიგჰემ ტეილორთან ერთად.[2]

2018 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ეშლი ჯენსენი, ჯასტინ ტეროსი და სემ ელიოტი, ჯოკის, მაწანწალასა და თრასთის როლებს მოირგებდნენ. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კირსი კლემონსთან დარლინგის, ლედის მეპატრონე ქალბატონის როლისთვის.[3][4][5] 2018 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტესი ტომპსონი და ბენედიქტ ვონგი შეასრულებდნენ ლედისა და ბულის როლებს, ხოლო თომას მანი ძვირფასი ჯიმის როლს მოირგებდა.[6][7] 2018 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ არტურო კასტრო შეირჩა მარკოს როლის შემსრულებლად, ხოლო ჯანელ მონე პეგის, ტიბეტური ჯიშის ძაღლის როლზე.[8]

ფილმის მწარმოებელმა კომპანიამ რეალური ძაღლები გამოიყენა როლების შემსრულებლად. გადაღებების დაწყებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ცხოველებმა დაიწყეს სპეციალური ტრენინგები ფილმისთვის.[9]

ფილმის ხმოვან ეფექტებზე მუშაობა 2018 წლის ივლისში დაიწყეს,[10] რასაც 2018 წლის 10 სექტემბრიდან ძირითადი გადაღებები მოჰყვა. გადაღებები სავანაში, ჯორჯიას შტატში შედგა და 2018 წლის 18 ნოემბერს დასრულდა. გადასაღებ ადგილებს შორის იყო ჯონსონის მოედანი, რაიტის მოედანი და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი. ცხოველთა გახმოვანებები მიმდინარეობდა 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით.[11][12]

ფილმში წარმოდგენილი იქნებოდა სიმღერის, „The Siamese Cat Song“-ის განახლებული ვერსია, რომელსაც ჯანელ მონე შეასრულებდა. სიმღერის ტექსტი თავიდან დაწერეს ნეიტ ყანდერმა და ჯანელ მონემ მასში მოცემული რასისტული ელემენტების გამო.[13] საბოლოოდ შემუშავდა სიმღერა, რომელსაც „What a Shame“ უწოდეს.[14] მონემ ასევე შეასრულა ორი ახალი სიმღერა ფილმისთვის.[13] 2019 წლის 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ფილმის კომპოზიტორის მოვალეობას ჯოზეფ ტრაპანეზი შეასრულებდა.[15][16] საუნდტრეკი, რომელიც ჯოზეფმა შექმნა მსახიობებმა შეასრულეს და ის 2019 წლის 12 ნოემბერს გამოვიდა.[17]

  1. Fleming Jr, Mike (February 8, 2018). "Disney Unveils Inaugural Streaming Service Launch Slate To Town; No R-Rated Fare". Deadline Hollywood. Retrieved July 24, 2018.
  2. N'Duka, Amanda. Charlie Bean To Helm Disney's Live-Action 'Lady And The Tramp' Adaptation (March 19, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2018. ციტირების თარიღი: July 26, 2018.
  3. Couch, Aaron. Justin Theroux to Voice Star in Disney's 'Lady and the Tramp' Remake en (July 26, 2018). ციტირების თარიღი: July 26, 2018.
  4. EXCLUSIVE: Sam Elliott Joins Disney's LADY AND THE TRAMP Remake | That Hashtag Show (July 30, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 6, 2018. ციტირების თარიღი: October 3, 2018.
  5. Kroll, Justin. Kiersey Clemons in Talks to Join Disney's Live-Action 'Lady and the Tramp' (EXCLUSIVE) (July 31, 2018). ციტირების თარიღი: August 1, 2018.
  6. Sneider, Jeff. Exclusive: Tessa Thompson to Star in 'Lady and the Tramp' for Disney's Streaming Service (August 14, 2018). ციტირების თარიღი: August 14, 2018.
  7. Kroll, Justin. Thomas Mann Joins Disney's Live-Action 'Lady and the Tramp' (EXCLUSIVE) (August 17, 2018). ციტირების თარიღი: August 17, 2018.
  8. N'Duka, Amanda. Adrian Martinez Joins Disney's 'Lady and the Tramp'; 'Mulan' Adds Chen Tang (September 21, 2018). ციტირების თარიღი: September 21, 2018.
  9. Chitwood, Adam. Exclusive: Disney's Live-Action 'Lady and the Tramp' Will Use Real Dogs (December 17, 2018). ციტირების თარიღი: December 17, 2018.
  10. Shaw-Williams, Hannah. Disney Looking to Cast People of Color in Lady and the Tramp Remake (June 30, 2018). ციტირების თარიღი: July 31, 2018.
  11. Steves, Ashley. Now Casting: Disney Feature 'Lady in the Tramp' Is Filling Background Roles + 3 More Gigs (July 31, 2018). ციტირების თარიღი: July 31, 2018.
  12. Filming of Disney's live-action 'Lady and the Tramp' remake to impact downtown Savannah traffic en (August 2, 2018). ციტირების თარიღი: August 2, 2018.
  13. 13.0 13.1 Donnelly, Matt; Willman, Chris. 'Lady and the Tramp' Will Reinvent Problematic Siamese Cat Song, Feature New Music From Janelle Monae (EXCLUSIVE) (May 6, 2019). ციტირების თარიღი: May 6, 2019.
  14. Menta, Anna. Disney+'s 'Lady and the Tramp' Remake Is Cute Enough to Be Worth It (November 11, 2019). ციტირების თარიღი: November 11, 2019.
  15. Joseph Trapanese Scoring Disney+'s 'Lady and the Tramp' (August 23, 2019). ციტირების თარიღი: August 24, 2019.
  16. Lady and the Tramp - Official Trailer - Disney+ - Streaming November 12 (August 23, 2019).
  17. 'Lady and the Tramp' Soundtrack Details (November 11, 2019).