ლანდოლფია
იერსახე
ლანდოლფია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Landolphia watsoniana | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Landolphia | ||||||||||||||
|
ლანდოლფია (Landolphia) — მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მსხვილღერიანი ლიანებია, ზოგი სახეობა ბუჩქი ან ბალახია. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და კეთილსურველოვანი ყვავილები.
55 სახეობა გავრცელებულია აფრიკის სავანებსა და ტროპიკულ ტყეებში, მადაგასკარზე და მასკარენის კუნძულებზე. 15-მდე სახეობა შეიცავს კაუჩუკს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 119.