ლაკათხევის კვირიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაკათხევის კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაკათხევის ჩრდილოეთით, შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთ კედელში გაჭრილია სწორკუთხა კარი. სწოკრუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში შიგნით ოთხკუთხა, გარედან სამკუთხა სარკმელია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. სარკმლის ქვემოთ ნატეხი ქვით ნაგები ტრაპეზი დგას. მსგავსი ნაგებობა დგას საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც. ჩრდილოეთ კედელში პატარა, სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთ კედელში საკურთხევლის სარკმლის მსგავსი სარკმელია. კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხეები ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ჩრდილოეთის ფასადზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა და მისი კეხი სამხრეთიდან ჩრდილოეთითაა მიმართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]