ლაილაშის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაილაშის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის სასაფლაოზე. იგი დარბაზული ტიპისაა. იქვე არის სამრეკლო, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, მეტად საინტერესო ნაგებობას წარმოადგენს. ეკლესიაც და სამრეკლოც XIX საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული. გადმოცემით იქვე ყოფილა ძველი ეკლესიის შენობა, მაგრამ დღეს მისი ნაშთიც აღარ არსებობს.

ლაილაშის ეკლესიის მსახურთა დიდ ღვაწლზე მიუთითებს სოფელ ლაილაშში აღმოჩენილი ლაილაშის ბიბლია, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული და უნიკალურ ძეგლად ითვლება. სოფელ ლაილაშში ყოველი წლის 23 ნოემბერს აღნიშნავენ ტაძრის დღესასწაულს — გიორგობას.

ტაძარს, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოჭორიძე გ., ლაილაშის ქართველთა ეკლესიის სიძველეთა აღწერილობა, რაჭა–ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. თბ.,1994. გვ.292–294.
  • ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., დარბაზული ტიპის ეკლესსისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა, ლეჩხუმი. თბ.,1983. გვ.78-79.
  • მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ს. ლაილაში, მწიგნობრობა ქართული. მრავალტომეული. ტ.12. სასულიერო მწერლობა ამბროსი ხელაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წიგნი 1.-თბ.,2001.-გვ.288-292.