ლაგოდეხის კათოლიკური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაგოდეხის კათოლიკური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს კათოლიკური ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1860

ლაგოდეხის კათოლიკური ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ლაგოდეხში.

ეკლესია ლითონის დეკორატიული ღობით მოზღუდულ ეზოში დგას. ეს არის დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული მოზრდილი დარბაზული ნაგებობა, რომელიც შერეული მასალით არის ნაგები. კონსტრუქციული ნაწილებისა და დეკორატიული ელემენტებისათვის აგურია გამოყენებული, ხოლო კედლის ძირითადი სიბრტყე აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითაა ამოყვანილი. თავდაპირველი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება მხოლოდ სამხრეთ ფასადს აქვს შენარჩუნებული. ეკლესია ლითონის დეკორატიული ღობით მოზღუდულ ეზოში დგას. დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მას საბჭოთა პერიოდში აგებული კორპუსები ემიჯნება.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადი ძალიან არის შელახული. გადაკეთების გამო ძნელია დაბეჯითებით ითქვას მასში სამი ფანჯარა იყო გაჭრილი თუ ნიშებით ფლანკირებული ერთი ფანჯარა. დღეს ფასადის მარჯვენა კიდეს უსახური მინაშენი ფარავს, შუა ღიობი კარად არის გადაკეთებული, ხოლო მარცხენა კიდეში სქლად გალესილი ნიშაა. ყველაზე უკეთ სამხრეთი ფასადია შენარჩუნებული. მასში ხუთი თაღოვანი ღიობია გაჭრილი. ღიობებს კაპიტელებზე გადაყვანილი ნახევარწრიული თავსართები ამკობს. კედლის კიდეებს ფართო პისლატრები აუყვება. ჩრდილოეთ ფასადის ქვედა ნაწილს ერთსართულიანი უსახური მინაშენები ფარავს, ზედა კი ცემენტით არის შელესილი. საკმაოდ გადაკეთებულია დასავლეთი ფასადიც. საბჭოთა პერიოდში ნაწილობრივ ამოაშენეს და ფანჯრად გადააკეთეს შესასვლელი ღიობი (მის აქეთ-იქით კიდევ თითო ფანჯარაა გაჭრილი). ასევე ამოშენებული და გადალესილია წრიული სარკმლები. ცემენტით არის შელესილი ყველა დეკორატიული ელემენტი. ინტერიერში ავთენტური არაფერია დარჩენილი. შიდა სივრცე ახალი საჭიროებისამებრ არის დატიხრული. ჭერი დადაბლებულია, ფანჯრები კი გაგანიერებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26663