საქართველოს კათოლიკური ეკლესია
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|საქართველოს კათოლიკური ეკლესია}} |
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საქართველოს კათოლიკური ეკლესია}} |
კათოლიციზმი საქართველოში ან კათოლიკური ეკლესია საქართველოში — რომის მსოფლიო კათოლიკური ეკლესიის ნაწილი. კათოლიკეთა რაოდენობა საქართველოში დაახლოებით 100 ათასს ადამიანს (4 % საერთო მოსახლეობის რიცხვიდან) შეადგენს. კათოლიციზმი საქართველოში წარმოდგენილია რომაულ-კათოლიკური და სომხური კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეთა მიერ. ქართველ კათოლიკეთა უმრავლესობა ძირითადად ცხოვრობენ დიდ ქალაქებში და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
ისტორიულ წყაროთა თანახმად, ქართველების სარწმუნოებრივი კავშირი რომთან ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებისთანავე მყარდება: წმინდა ნინო, მეფე მირიანი და მთელი ქართველი ერი იღებს კურთხევის წერილს რომის პაპის სილვესტერ I-საგან, რომელიც მცხეთაში ვინმე „ბრანჯი“ მთავარდიაკონს ჩამოუტანია. XIII საუკუნის საქართველოში მოღვაწეობას იწყებს ლათინური წესის სამღვდელოება. 1328 წ. კი პაპი იოანე XXII აფუძნებს თბილისის ლათინური წესის საეპისკოპოსოს. კათოლიკეები ღირსშესანიშნავ კვალს ამჩნევენ ქართულ კულტურას: კერძოდ მათი მეურვეობით რომში იბეჭდება პირველი ქართული წიგნები - ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ქართული ენის გრამატიკა, ლორეტას ლიტურგია. ისინი პირველად ჩაიწერენ ქართულ ზღაპრებს, შეადგენენ ქვეყნის სხვადასხვაგვარ აღწერილობას და სხვ. XIX საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, კათოლიკე მოღვაწეთა საქმიანობა უფრო მეტად კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროსკენ გადაიხარა. შენდება ტაძრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში. ბოლშევიკების დროს კათოლიკებმა დიდი დევნა განიცადეს: განადგურდა კათოლიკე სამღვდელოება, 60 ტაძრიდან მოქმედებდა მხოლოდ ერთი - თბილისში. საქართველოს დამოუდებლობის დროს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობანი წმინდა საყდარსა (ვატიკანს) და საქართველოს შორის. 2000 წ. ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული მღვდელი ჯუზეპე პაზოტო. ამოქმედდა ტაძრები და საკრებულოები თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გურიასა და კახეთში. ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს კარმილელთა ორდენი, სტიგმელთა კონგრეგაცია, დედა ტერეზა კალკუტელის მოწყალების ორდენი, სალეზელთა საზოგადოება და სხვ. შეიქმნა საქველმოქმედო კათოლიკური ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასი“, თბილისის კათოლიკური საავადმყოფო „კაცთა მაცხოვარი“ , დაარსდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი. იბეჭდება საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე „საბა“, აღმოსავლურ-დასავლური ქრისტიანობის ჟურნალი „დიალოგი“. კათოლიციზმს იზიარებს ამჟამად საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი. [1][2][3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ქართველი კათოლიკეების საიტი
- ↑ მიხეილ თამარაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის"
- ↑ ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. I