კუფრა
იერსახე
| დასახლებული პუნქტი ოაზისი | |
|---|---|
|
კუფრა | |
|
კუფრა, ხედი კოსმოსიდან. | |
| ქვეყანა |
|
| რეგიონი | კირენაიკა |
| მუნიციპალიტეტი | ელ-კუფრის რაიონი |
| კოორდინატები | 24°11′00″ ჩ. გ. 23°17′00″ ა. გ. / 24.18333° ჩ. გ. 23.28333° ა. გ. |
| მოსახლეობა | 40 ათ. კაცი (2012) |
| სასაათო სარტყელი | UTC+2 |
კუფრა (არაბ. الكفرة) — დეპრესია[1] და ოაზისების ჯგუფი სამხრეთ-აღმოსავლეთ ლიბიაში, კუფრის რაიონში. ელიფსური ფორმისაა, წაგრძელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ფართობი 8793 კმ². 2012 წლისათვის კუფრაში ცხოვრობდა 40,000 ადამიანი. ესაზღვრება ბორცვნალი ტერიტორია, რომლის სიმაღლე 100 მ აღწევს.[1] ნიადაგი წარმოდგენილია მოწითალო ფერის მერგელებითა და ქვიშებით. არის მარილიანი ტბები და დამშრალი მლაშობები.[1] ადგილობრივ მოსახლეობას მოჰყავს ფინიკის პალმა, მარცვლოვნები და ბოსტნეული. სახელწოდება კუფრა მომდინარეობს არაბული კაფირისაგან. მთავარი დასახლებული პუნქტია ელ-ჯაუფი. ჩრდილოეთით არის სოფელი ელ-ტაგი. წარმოადგენს მუსლიმან-სენუსიტების მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს. 1970-იან წლებში განხორციელდა რამდენიმე მსხვილი საირიგაციო პროექტი.