კურდღლისფრჩხილა
იერსახე
კურდღლისფრჩხილა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lotus corniculatus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lotus | ||||||||||||
|
კურდღლისფრჩხილა (Lotus), მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მწავალწლოვანი, იშვიათად ორწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები ან ბუჩქბალახებია.
აერთიანებს 100-ზე მეტ სახეობას, რომელიც გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. საქართველოში გვხვდება 5 სახეობა. Lotus corniculatus კარგი საძოვარი (ყვავილობამდე) და სათიბი ბალახია.
ყვავილი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს მწარე შხამიან გლიკოზიდს (თივასა და სილოსში ეს შხამი იშლება). იგი საქართველოში ყველგან იზრდება. ნიადაგის მიმართ ნაკლებმომთხოვნია. თივის მოსავალი 20-30 ც/ჰა. გათიბვის შემდეგ კარგად წამოიზრდება ხოლმე. ხშირად მოჰყავთ სხვა ბალახებთან ერთად კულტურულ სათიბ-საძოვრებში, რაც მნიშვნელოვნად ადიდებს ბალახნარის მოსავლიანობას და აუმჯობესებს მის საკვებ ღირსებას. კურდღლისფრჩხილა თაფლოვანია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქელაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 80, თბ., 1983