შინაარსზე გადასვლა

კუმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმე
ბერძ. Κύμη
შექმნის პერიოდი ძველი რომი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
მიტოვების პერიოდი 1207
ზოგადი ინფორმაცია
ნაწილი დიდი საბერძნეთისა
ისტორია
დაარსების დრო ძვ. წ. VIII საუკუნე
დამაარსებელი ბერძენი კოლონისტები
პერიოდები არქაიკიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე
კულტურები ძველბერძნული
Map
http://cir.campania.beniculturali.it/archeocuma/

კუმე, კუმეა,[1] კიმე ან კიმი (ბერძ. Κύμη, ლათ. Cumae, ასევე Cyme) — პირველი ძველბერძნული კოლონია იტალიაში, ტირენიის ზღვის ნაპირზე, კამპანიაში. დააარსეს ძვ. წ. VIII საუკუნეში, ანატოლიის ნახევარკუნძულის ქალაქ კიმედან წასულმა კოლონისტებმა, ან კუნძულ ევბეის მკვიდრებმა. ეტრუსკებზე, რომაელებზე და სხვა იტალიელ ხალხებზე ბერძნული კულტურის გავრცელებისა და გავლენის მთავარი ცენტრი იყო. მისი დაარსებულია რამდენიმე კოლონია: სამხრეთ იტალიაში — დიკეარქია (რომ. პუტეოლი, დღ. პოცუოლი), ნოლა და ნეაპოლი, სიცილიაზე — ზანკლა (მესანა; ახლანდ. მესინა). სირაკუსესთან ერთად ალიანსში ძვ. წ. 474 წელს დაამარცხა ეტრუსკებისა და კართაგენის გაერთიანებული ფლოტი. მნიშვნელოვან აყვავებასა და ძლიერებას მიაღწია ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში ტირან არისტოდემეს დროს. ამავე საუკუნის ბოლოს დაიპყრეს სამნიტებმა, თუმცა შეინარჩუნა ბერძნული კულტი და ბერძნული კულტურის ტრადიციები. კუმეს სიახლოვეს მდებარეობდა წინასწარმეტყველ სიბილას (კუმეს სიბილა) ცნობილი გამოქვაბული ორაკულით. ძვ. წ. 338 წელს დაიპყრეს რომაელებმა, მოგვიანებით მიიღო რომაული მუნიციპიუმის სტატუსი. მეორე პუნიკური ომის დროს შეინარჩუნა რომისადმი ერთგულება. იმპერიის ეპოქაში პუტეოლის (ახლანდ. პოცუოლი) ნავსადგურის აყვავებასთან ერთად დაკარგა მნიშვნელობა. იმპერატორ ავგუსტუსის დროს ეწოდა კოლონია-იულია-აუგუსტა (Colonia Iulia Augusta). განადგურდა ახ. წ. VI საუკუნეში ბიზანტია-გუთების ომების დროს.[2]

  1. გელოვანი აკაკი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1983.  გვ. 447–448.
  2. Кумы // Большая российская энциклопедия. т. 16. М., 2010. — стр. 335.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუმე&oldid=4426087“-დან