შინაარსზე გადასვლა

კუმანოვოს ისტორიული არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუმანოვოს ისტორიული არქივი
მაკედ. Историски архив - Куманово

არქივის შენობა
42°08′08″ ჩ. გ. 21°43′04″ ა. გ. / 42.13556° ჩ. გ. 21.71778° ა. გ. / 42.13556; 21.71778
დაარსდა 1954
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
მდებარეობა კუმანოვოს თემი
ოფიციალური საიტი [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk]
Map

კუმანოვოს ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ კუმანოვოში. დაარსდა 1954 წელს. ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილება[1]. კუმანოვოს განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: კუმანოვოს, ლიპკოვოს, სტარო-ნაგორიჩანეს, კრივა-პალანკის, რანკოვცესა და კრატოვოს თემები. ეს განყოფილება მძიმე ვითარებაშია და XIX საუკუნის ბოლოს აგებულ არამიზნობრივ შენობაში მუშაობს გოცე დელჩევის ქუჩაზე. განსაკუთრებულ სირთულეს საარქივო მასალების განთავსება წარმოადგენს.

განყოფილების მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განყოფილებას გააჩნია 543 ფონდი და 8 კოლექცია. ყველაზე ძველი დოკუმენტები 1870 წლით თარიღდება და მასალების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს მოიცავს. კუმანოვოს არქივში განთავსებული დოკუმენტები ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური შინაარსისაა.

განყოფილებას არ აქვს სამკითხველო დარბაზი და ამ მიზნით სამუშაო სივრცე გამოიყენება.

ძირითადი ფონდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუმანოვოს განყოფილების ძირითადი ფონდებია:

  • „Градско поглаварство на градот Куманово“ (1918-1941)
  • Народноослободителни и народни одбори на општините Кратово, Куманово и Злетово (1944-1965)
  • Собранијата на општините Куманово, Крива Паланка и Кратово
  • Политичките организации (1945-1990)
  • Црковните фондови (1918-1941)
  • Семејните и личните фондови (1894-1946)

განყოფილებას გააჩნია მუდმივი საარქივო გამოფენა სახელწოდებით „Куманово низ документи и фотографии“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-21.