შინაარსზე გადასვლა

მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი
მაკედ. Државен архив на Република Северна Македонија

მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის შენობა
41°59′48″ ჩ. გ. 21°26′03″ ა. გ. / 41.9968361° ჩ. გ. 21.4342611° ა. გ. / 41.9968361; 21.4342611
დაარსდა 1946
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
მდებარეობა სკოპიე
სტატუსი ეროვნული არქივი
დირექტორი კირილ პეტროვი[1]
კურატორი მაკედონიის მთავრობა
ოფიციალური საიტი [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk]
Map

მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი (მაკედ. Државeн архив на Република Македонија, შემოკლებით ДАРМ) — სახელმწიფო არქივი მაკედონიის რესპუბლიკაში. დაარსდა 1951 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. 1926-1941 წლებში არქივი ბელგრადში მდებარე სერბეთის სახელმწიფო არქივის ნაწილს წარმოადგენდა.

საარქივო მასალების მოგროვებისა და დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე 1945 წლის 3 მაისს სახალხო განათლების სამინისტრო სკოპიეს ეროვნულ ბიბლიოტეკაში მაკედონიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის არქივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამ ინიციატივის ხორცშესხმა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ მცირე დროის გასვლის შემდეგ მაკედონიის სახალხო რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს 1946 წლის 31 მაისის 2543-ე დადგენილებით შეიქმნა საარქივო მასალების მოგროვებაზე პასუხისმგებელი კომიტეტი. კომისიამ თავისი მუშაობა პედაგოგების მოზიდვით დაიწყო, რომელთაც საარქივო მასალების მოგროვება ევალებოდათ. მიუხედავად ყველაფრისა ამ სამუშაომ შედეგი ვერ გამოიღო. 1946-1947 წლებში საარქივო მასალების კრებულში ახლადშექმნილი ფილოსოფიის ფაკულტეტი და ეროვნული ისტორიის ინსტიტუტი ჩაერთო.

1949 წელს მაკედონიის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ისტორიული არქივი შექმნა, რომლის ამოცანა მუშათა მოძრაობასთან, სახალხო-განმათავისუფლებელ მრძოლასთან და მაკედონიის კომუნისტურ პარტიასთან დაკავშირებული საარქივო და მემუარული მასალების შეგროვება და დამუშავება იყო. ამ არქივში დღეს დაცული, შეგროვებული მასალები მაკედონიის არქივში ინახება.

1950 წელს იუგოსლავიაში სახელმწიფო არქივების შესახებ მიღებული საერთო კანონის შემდეგ, 1951 წლის 6 იანვარს მაკედონიის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ ეროვნული არქივების შესახებ კანონი მიიღო, რამაც მაკედონიის არქივის (მაშინ მაკედონიის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო არქივი) შექმნას საფუძველი ჩაუყარა.

ინტერნეტ-რესურსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]