კუკენან-ტეპუი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუკენან-ტეპუი
კოორდინატები: 5°12′36″ ჩ. გ. 60°49′52″ დ. გ. / 5.2101056° ჩ. გ. 60.8311611° დ. გ. / 5.2101056; -60.8311611
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ტერიტორიული ერთეული ბოლივარის შტატი
სიმაღლე 2680 
კუკენან-ტეპუი — ვენესუელა
კუკენან-ტეპუი
სურათები ვიკისაწყობში

კუკენან-ტეპუი, აგრეთვე ცნობილი როგორც მატავი (პორტ. Tepui Kukenán) — ტეპუი ბოლივარის შტატში, ვენესუელაში. სიმაღლე 2680 მ. ზედაპირის მიახლოებითი ფართობი 21.85 კმ², სიგრძე დაახლოებით 3 კმ. ტეპუის სამხრეთ დაბოლოებაზეა კუკენანის ჩანჩქერი, რომლის სიმაღლეა 674 მ.[1] მოქცეულია კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. კუკენან-ტეპუის სიახლოვეს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კარგად ცნობილი მთა რორაიმა. კუკენან-ტეპუი რორაიმასთან შედარებით რთულად ასასვლელი მთაა, რის გამო მასზე იშვიათად ადიან.[2] კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან, კერძოდ აუიან-ტეპუიდან ეშვება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი ანხელი.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kukenaam, Salto www.world-waterfalls.com
  2. Kukenan Tepui www.summitpost.org
  3. Angel Falls www.britannica.com