აუიან-ტეპუი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
აუიან-ტეპუი | |
---|---|
აუიან-ტეპუი | |
კოორდინატები: 05°54′01″ ჩ. გ. 62°32′29″ დ. გ. / 5.90028° ჩ. გ. 62.54139° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 2535 მ |
მთის მასივი | გვიანის ზეგანი |
პირველი ასვლა | 1937 |
აუიან-ტეპუი (ესპ. Auyantepui) — მაგიდა მთა ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, გრან-საბანის ბუნებრივ არეში. წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ტეპუის, რომლის ფართობია 700 კმ². ვრცელდება ტროპიკულ ტყეებს შორის, საიდანაც აწეულია საშუალოდ დაახლოებით 1000 მეტრამდე. მაქსიმალური სიმაღლე 2535 მ-მდე. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გვიანის ზეგანზე. აუიან-ტეპუიდან ეშვება მსოფლიოს უმაღლესი ჩანჩქერი — ანხელი, რომლის სიმაღლე 1054 მ-ია. მთა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1933 წელს მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელმა შემთხვევით აღმოაჩინა ანხელის წყალვარდნილი. აუიან-ტეპუი პემონის ენაზე ნიშნავს „ეშმაკის მთას“.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- კანაიმის ეროვნული პარკი დაარქივებული 2011-10-12 საიტზე Wayback Machine.
- ტეპუი – დაკარგული სამყარო