კუბის ცენტრალური ბანკი
იერსახე
კუბის ცენტრალური ბანკი (ესპ. Banco Central de Cuba) — ცენტრალური ბანკი კუბაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამეფო ბრძანებულებით 1855 წლის 6 თებერვალს კუბაში შექმნა პირველი ბანკი - «ესპანური ბანკის ჰავანაში». 1857 წელს, ბანკმა დაიწყო ბანკნოტების გამოშვება.
1934 წლიდან 1949 წლამდე ბანკნოტებს უშვებდა კუბის მთავრობა. 1948 წლის 13 დეკემბერს დაარსდა «კუბის ეროვნული ბანკი», რომელმაც 1950 წლის 27 აპრილს დაიწყო ოპერაციები და ბანკნოტების ემისია.
1997 წლის 28 მაისს მიღებული იქნა კანონი კუბის ცენტრალური ბანკის შექმნის შესახებ.
ბანკის ფუნქციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეროვნული ვალუტის გამოშვება და მისი სტაბილურობის შენარჩუნება
- მაკროეკონომიკური ბალანსის ხელის შეწობა და ეკონომიკის განვითარების მოწესრიგება
- ქვეყნის ოქროს რეზერვების შენახვა და მართვა
- მონეტარული პოლიტიკის შეთავაზება და განხორციელება
- გადახდის საშინაო და საგარეო ოპერაციების ნორმალური უზრუნველყოფა
- სადისციპლინო და საზედამხედველო ფონქციების განხორციელება საფინანსო ინსტიტუტებზე