კრისტალ ბოუერსოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტალ ბოუერსოქსი
ინგლ. Crystal Lynn Bowersox

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტალ ლინ ბოუერსოქსი
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1985 (1985-08-04) (38 წლის)
დაბ. ადგილი ოტავის ოლქი
წარმოშობა 1985, ელისტონი, ოჰაიო, აშშ
აქტიური 2010 - დღემდე
საიტი rystalbowersox.com
კრისტალ ბოუერსოქსი ვიკისაწყობში


კრისტალ ლინ ბოუერსოქსი (ინგლ. Crystal Lynn Bowersox; დ. 4 აგვისტო, 1985, ელისტონი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ის მეორე ადგილზე გავიდა American Idol-ის მეცხრე სეზონში.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Farmer's Daughter, გამოვიდა 2010 წლის 14 დეკემბერს. მან თავისი რიგით მეორე ალბომი, All That for This, 2013 წლის 26 მარტს გამოუშვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოუერსოქსი და მისი ტყუპისცალი ძმა, კარლი, დაიბადნენ ელისტონში, ოჰაიო 1985 წლის 4 აგვისტოს.[1][2] მუსიკოსის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ორი წლის იყო.[3] ექვსი წლის ასაკში მას დაუსვეს პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი.[4] ბოუერსოქსი სწავლობდა Oak Harbor High School-ში, მოგვიანებით კი გადავიდა ტოლედოს ხელოვნების სკოლაში. ის მღეროდა მუსიკალურ ანსამბლში და უკრავდა ფლეიტაზე სკოლის მარშის გუნდში. ბოუერსოქსმა თავისი პირველი კონცერტი 10 წლის ასაკში ჩაატარა. ის მღეროდა ტოლედოს ადგილობრივ ბარებში, მათ შორის Papa's Tavern-სა და The Village Idiot-ში.

ჩვიდმეტი წლის ასაკში ის საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში, სადაც ქუჩაში დაკვრა დაიწყო. 2006 წელს ჩიკაგოს კულტურის საქმეთა დეპარტამენტმა ის აირჩია წარმომადგენლად პროგრამაში „Experience Chicago“, რომელიც გაიმართა ბირმინგემში2007 წელს, ბოუერსოქსმა დაიწყო პატარა ტურნე. მან იმღერა სხვადასხვა ქალაქში, შორის: მემფისში, ოახაკაში, ანკარასა და სტამბოლში.  მას შეეძინა ვაჟი, ენტონი ლევი მეისონი, 2009 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოუერსოქსმა მონაწილეობა მიიღო American Idol-ის მეცხრე სეზონში, სადაც შესარჩევ ტურზე იმღერა ჯენის ჯოპლინის „Piece of My Heart".[5] 2010 წლის 2 მარტს ბოუერსოქსი საავადმყოფოში გადაიყვანეს დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) გამო.

ბოუერსოქსი იყო პირველი ქალი კონკურსანტი, რომელიც American Idol-ის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც ჯორდინ სპარკსმა მოიგო კონკურსი 2007 წელს. ბოუერსოქსი გავიდა კონკურსის ფინალში, თუმცა ვერ მოიგო ის და დაიკავა მეორე ადგილი. 2010 წლის 27 მაისს, American Idol-ის ფინალის მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლებთან 19 Entertainment და Jive Records.[6] აქედან მალევე, გამოვიდა მუსიკოსის რიგით პირველი, სადებიუტო სინგლი „Up to the Mountain".

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Farmer's Daughter, გამოვიდა 2010 წლის 14 დეკემბერს. ბოუერსოქსმა შეასრულა თავისი სინგლი „Farmer's Daughter“ ელენ დეჯენერესის შოუში 2010 წლის 16 დეკემბერს.

2011 წლის 7 ოქტომბერს RCA Music Group-მა შეიძინა Jive Records, Arista Records და J Records. შესაბამისად, ამ სამი ლეიბლის ქვეშ მოღვაწე მუსიკოსები მომავალ ნამუშევრებს RCA Records-ის ქვეშ გამოუშვებდნენ, მათ შორის იყო ბოუერსოქსიც.[7][8] მუსიკოსი სამსახიობო დებიუტი შედგა სერიალ Body of Proof-ის მეორე სეზონში.[9][10] 2012 წლის ოქტომბერში, მუსიკოსმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ლეიბლთან Shanachie Records.[11]

2013 წლის 7 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბოუერსოქსის რიგით მეორე სტუდიური ალბომი, All That for This, გამოვიდოდა 2013 წლის 26 მარტს.[12] ალბომის პროდიუსერი იყო ჯგუფ Los Lobos-ის წევრი სტივ ბერლინი. ბოუერსოქსმა ალბომის წამყვანი სინგლი „Dead Weight" შეასრულა გადაცემაში On Air with Ryan Seacrest 2013 წლის 5 თებერვალს.

მუსიკოსმა დაიწყო ალბომის ტურნე 2013 წლის 1 მარტს. 2013 წლის 25 მარტს, ბოუერსოქსი გამოვიდა გადაცემაში The Tonight Show ჯეი ლენოსთან ერთად და შეასრულა თავისი სიმღერა „Movin' On“. გადაცემაში მუსიკოსმა გამოაცხადა, რომ ის ითამაშებდა ბროდვეის მიუზიკლში Always, Patsy Cline.[13] 2013 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსი იმღერებდა ლანკასტერის მუსიკალურ ფესტივალზე ლანკასტერში, ოჰაიო, 2013 წლის 27 ივნისს.

მუსიკოსი ნომინირებული იყო 2010 წლის Teen Choice Awards-ზე Female Reality/Variety Star-ის კატეგორიაში, თუმცა მან ვერ მოიპოვა ეს ჯილდო.[14]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოუერსოქსი და მუსიკოსი ბრაიან უოკერი დაქორწინდნენ 2010 წლის 10 ოქტომბერს, Uncommon Ground Café-ში, რესტორანში, სადაც წყვილი ერთმანეთს შეხვდა ექვსი წლის წინ.[15] 2013 წლის 6 მაისს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.[16]

2013 წლის 26 ნოემბერს კონცერტზე მუსიკოსმა განაცხადა, რომ ბისექსუალია.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Where Crystal Bowersox comes from - tribunedigital-chicagotribune. Articles.chicagotribune.com (April 28, 2010). ციტირების თარიღი: November 4, 2015
  2. Birth Record of Crystal Lynn Bowersox. MooseRoots. ციტირების თარიღი: November 1, 2016[მუდმივი მკვდარი ბმული]
  3. Crystal Bowersox: Songwriter, Singer, Television Personality. Biography Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 2, 2017. ციტირების თარიღი: January 19, 2017
  4. Tenderich, Amy. (September 20, 2010) Crystal Bowersox: Her First Interview on Diabetes. Healthline. ციტირების თარიღი: January 20, 2017
  5. Alex Strachan. (May 21, 2010) Bowersox an Idol to idolize. The Vancouver Sun. ციტირების თარიღი: July 30, 2010
  6. Itzkoff, Compiled by Dave (May 28, 2010). American Idol Finalists Sign Record Deals“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 28, 2010.
  7. Christman, Ed. (August 23, 2011) RCA's New Executive Team Named Under CEO Peter Edge Amid Layoffs (Update). Billboard.biz. ციტირების თარიღი: November 1, 2012
  8. Radio Industry News, Music Industry Updates, Arbitron Ratings, Music News and more!. FMQB. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 8, 2011. ციტირების თარიღი: November 1, 2012
  9. Slezak, Michael. (October 25, 2011) Crystal Bowersox on Body of Proof Season 2, Episode 6, Second Chances. TVLine. ციტირების თარიღი: November 4, 2015
  10. Stanhope, Kate. (October 24, 2011) Crystal Bowersox Makes Her Acting Debut on Body of Proof: "I Was Pretty Insecure" - Today's News: Our Take. TVGuide.com. ციტირების თარიღი: November 4, 2015
  11. „American Idol's Crystal Bowersox Signs Label Deal With Shanachie“. Hollywood Reporter. October 3, 2012. ციტირების თარიღი: November 1, 2012.
  12. Mansfield, Bryan (February 5, 2013). „Crystal Bowersox unveils new single“. USA Today. ციტირების თარიღი: February 6, 2013.
  13. Crystal Bowersox on The Tonight Show with Jay Leno Video: 'Movin' On' Performance March 25, 2013. Shallow Nation. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 30, 2013. ციტირების თარიღი: June 14, 2013
  14. Bowersox to perform at Lancaster Festival. The Columbus Dispatch. ციტირების თარიღი: June 15, 2013
  15. Laudadio, Marisa (October 10, 2010). „Crystal Bowersox Gets Married!“. People. ციტირების თარიღი: October 16, 2010.
  16. Coughlan, Maggie; Laudadio, Marisa. Crystal Bowersox Splits From Husband. People (May 6, 2013). ციტირების თარიღი: May 7, 2013
  17. Crystal Bowersox: I Have Been Bisexual For As Long As I Can Remember VIDEO (November 28, 2013). ციტირების თარიღი: December 1, 2013