შინაარსზე გადასვლა

კრეტინიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეტინიზმით დაავადებული

კრეტინიზმი (ფრანგ. crétinisme < crétin - ჭკუასუსტი) — ავადმყოფური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეჩერება და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის პათოლოგიური დაქვეითება. კრეტინიზმი ძირითადად გავრცელებულია მთიან რეგიონებში, იქ, სადაც არსებობს ენდემური ჩიყვის კერები და სადაც სასმელ წყალსა და საკვებში იოდის ბუნებრივი დეფიციტია. კრეტინიზმით დაავადებული მამაკაცის საშუალო სიმაღლე აღწევს 146,7 სმ–ს, ხოლო ქალისა 140 სმ–ს. დამახასიათებელია არაპროპორციულად დიდი და მრგვალი თავი, მოკლე კიდურები, დიდი ყურები და ენა, რომელიც ვერ ეტევა პირის ღრუში, გამობერილი მუცელი, მეჩხერი კბილები, განუვითარებელი სასქესო ორგანოები, მშრალი კანი; ხშირია ჭიპისა და საზარდულის თიაქარი, ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია, ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და სხვ. მკურნალობისას იყენებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს და პრეპარატებს. პროფილაქტიკისთვის კი – იოდით მდიდარ წყალსა და სხვა საკვები ნივთიერებებს.