შინაარსზე გადასვლა

ჰიპოთირეოზი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰიპოთირეოზი — მდგომარეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არანორმალურადაა დაქვეითებული. დაავადებას საფუძვლად უდევს თირეოიდული ჰორმონის სრული ან ნაწილობრივი დათრგუნვა. კლინიკურად გამოხატურ ჰიპოთირეოზს მიქსედემა ეწოდება. ჰიპოთირეოზი მეტწილად გავრცელებულია ქალებში.

გამომწვევი მიზეზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიპოთირეოზი შეიძლება იყოს პირველადი, მეორეული და პერიფერიული.

პირველადი ჰიპოთირეოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვხვდება ავადმყოფთა 95-99%-თან. მას იწვევს სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის - ფარისებრი ჯირკვლის განვითარების ანომალია, ენდემური ჩიყვი, ქვემწვავე თირეოდიტი, აუტოიმუნური თირეოდიტი, თირეოსტატიკური პრეპარატებით მკურნალობა, ფარისებრი ჯირკვლის კიბო.

მეორეული ჰიპოთირეოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკავშირებულია ჰიპოფიზის, ზოგჯერ ჰიპოთალამუსის პათოლოგიებთან.

პერიფერიული ჰიპოთირეოზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიფერიული ჰიპოთირეოზის დროს სისხლში თირეოდული ჰორმონების შემცველობა ნორმალურია, ჰიპოთირეოზის კლინიკური გამოვლინებები კი თირეოიდულ ჰორმონთა მიმართ პერიფერიული ქსოვილების რეზისტენტობის მომატებას უკავშირდება.

  • წიგნი ჯანმრთელობაზე: ენდოკრინოლოგია, ტ. 1, თბილისი: პალიტრა L, 2022. — გვ. 115, ISBN 9789941355103.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოთირეოზი“-დან