კოხტა ჭოვილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოხტა ჭოვილო
Tringa erythropus - Laem Pak Bia.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tringa erythropus (Pallas, 1764)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693207

კოხტა ჭოვილო,[1] სირბატონა,[2] წინწკლებიანი მენაპირე[3] (ლათ. Tringa erythropus) — ფრინველი ჩიბუხასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 29–33 სმ, მასა 110–200 , ფრთის შლილი 48–52 სმ. შემოდგომით და ზამთარში კოხტა ჭოვილო რუხი ფერისაა მოთეთრო ქვედა მხარეთი, ფეხები წითელია; საქორწინო შეფერილობა თითქმის მთლიანად შავია, თეთრი „სოლით“ ზურგზე და ამავე ფერის ფრთის შიდა მხარეებით, ფეხები ამ დროს მუქია. ნისკარტი მუქია, ქვედა ნისკარტი ფუძეში წითელია. ბინადრობს ევრაზიის (სკანდინავიიდან ჩუკოტკამდე) ჩრდილოეთი ტაიგის სამხრეთ ტუნდრაში, ტყეტუნდრაში, ტუნდრისმაგვარ ჭაობებში. იზამთრებს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე დასავლეთი ევროპის სანაპიროებზე. მობუდარი დასახლებები არ აქვთ. დედალი დებს 4 კვერცხს; თავიდან მშობლები მორიგეობით კრუხავენ, ბოლოს — მხოლოდ მამალი. მცირერიცხოვანი, სპორადულად გავრცელებული სახეობაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 95, 177, 198, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 95, 177, 149, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  3. გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 146, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8