კოხტა ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოხტა ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის მასივზე, მთა ხირკის დასავლეთით, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 2380 მ სიმაღლეზე. ჭა გამომუშავებულია იურულ ცარცულ შრეებრივ კირქვებში. ჭის თაღური შესასვლელი ღრმა ძაბრის სამხრეთი მხარის ჩამოკვეთილ ფერდზეა გაჩენილი. შესასვლელთან, ფსკერის აღმოსავლეთ კუთხეში იხსნება შვეულკედლებიანი ჭა, რომლის სიღრმე 51 მ უდრის. არის ნაზვავი, თოვლისა და ფირნის ლაქები. ჰავა სტატიურია. მშრალია, წყალი იჟონება მხოლოდ წვიმებისა და თოვლდნობის პერიოდში. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966