კოხტაგორა
იერსახე
კოხტაგორა | |
---|---|
მთა კოხტაგორა | |
კოორდინატები: 41°44′08″ ჩ. გ. 43°33′12″ ა. გ. / 41.73556° ჩ. გ. 43.55333° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2155 მ |
ქედი | თრიალეთის ქედი |
სურათები ვიკისაწყობში |
კოხტაგორა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოებაზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2155 მ. აგებულია პალეოგენური ასაკის ნალექებით. კალთები შემოსილია მუქწიწვიანი ტყით. კოხტაგორაზე გაყვანილია ბაგირგზები — ბაკურიანიდან (1200 მ) და სოფელ დიდი მიტარბიდან (2500 მ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 9.