კორტნი კოქსი
კორტნი კოქსი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
15 ივნისი, 1964 ბირმინგემი, ალაბამა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | ინგლისელი |
ალმა-მატერი | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
მეუღლე(ები) |
დევიდ არკიტი (ქ. 1999; განქ. 2013) |
შვილ(ებ)ი | 1 |
კორტნი კოქსი (ინგლ. Courteney Cox; დ. 15 ივნისი, 1964[1], ბირმინგემი, ალაბამა, აშშ[2]) — ამერიკელი მსახიობი. სახელი გაითქვა NBC-ის სერიალში „მეგობრები“ შესრულებული მონიკა გელერის როლით. ამ როლისათვის მას სამი სამსახიობო ჯილდო აქვს მოგებული. იგი ასევე თამაშობდა ისეთ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „კუგარ თაუნი“ და „კივილი“.
ბავშვობა და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორტნი კოქსი დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს[1] ბირმინგემში, ალაბამას შტატში[2]. იგი არის ბიზნესმენ რიჩარდ ლევის კოქსისა და მისი ცოლის, კორტნი კოპელენდის (ქალიშვილობის გვარია ბასი) შვილი[3]. წარმოშობით იგი ინგლისელია[4][5][6]. მას სამი და-ძმა ჰყავს: ვირჯინია, დოროთი და რიჩარდი. მისი მშობლები 1974 წელს განქორწინდნენ, რის შემდეგაც დედამისი მეორედ დაქორწინდა ბიზნესმენ ჰანტერ კოპელენდზე[7].
მან მაუნთაინ ბრუკის საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც ვაშინგტონში გადასახლდა უმაღლესი განათლება ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო არქიტექტურის განხრით. მიუხედავად ამ განათლებისა, სწავლის დასრულებისთანავე კორტნიმ სამოდელო და სამსახიობო კარიერა დაიწყო და არასოდეს უმუშავია, როგორც არქიტექტორს[8].
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორტნი კოქსის სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 1984 წელს დაიწყო სერალში „როგორც დედამიწა ბრუნავს“ შესრულებული ბანის ეპიზოდური როლით. ამის შემდეგ იგი უამრავ ფილმსა და სერიალში გადაიღეს და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს სამსახიობო სფეროში. მოგვიანებით იგი ჯიმ კერთან ერთად გადაიღეს ფილმში „ეის ვენტურა: ცხოველების დეტექტივი“, სადაც კორტნიმ მელისა რობინსონის როლი მოირგო.
1994 წელს კორტნი კოქსი დაამტკცეს კომპანია NBC-ის სერიალ „მეგობრების“ ექვსი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთის — მონიკა გელერის როლზე. სერიალის გადაღებები 2004 წლამდე მიმდინარეობდა და იგი თამაშობდა ისეთ მსახიობებთან ერთად, როგორებიც არიან: ბრეტ პიტი, ჯენიფერ ენისტონი, ლიზა კუდროუ, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი და მეტ ლებლანკი.ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი რეიჩელ გრინის როლზე იყო დამტკიცებული, რომელიც შემდგომში ჯენიფერ ენისტონმა შეასრულა.[9] იგი წარმოშობით ებრალი მზარეულის, მონიკა გელერის როლს ასრულებდა, რომელიც მოგვიანებით თავის საუკეთესო მეგობარ ჩენდლერ ბინგზე (მის როლს მეთიუ პერი ასრულებს) ქორწინდება. ამ როლმა მას საოცარი წარმატება, პოპულარობა და აღიარება მოუტანა. მხოლოდ მონიკა გელერის როლისათვის იგი 23 სამსახიობო ჯილდოზე იყო ნომინირებული, რომელთაგან სამში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ სეზონში მას თითოეულ სერიაში მონაწილეობისათვის 1 მილიონ აშშ დოლარს უხიდდნენ.
გარდა სერიალ „მეგობრებისა“, იგი თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებსა და სერიალებში, როგორებიცაა: „კუგარ თაუნი“ (2009-2015, ასრულებდა ჯული კობის როლს), „კივილი“ (1996, 1997, 2000, 2011. ასრულებდა გეილ უეთერის როლს)[10], „დედები და ქალიშვილები“ (2016, ასრულებს ბეტის როლს), „თანამედროვე ოჯახი“ (2020, ასრულებს საკუთარი თავის როლს).
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორტნი კოქსს სხვადასხვა პერიოდში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა როკ-პრომოუტერ იან კოპელანდთან[11], მსახიობ მაიკლ კიტონთან და მომღერალ ადამ დურიცთან.
1999 წლის 12 ივნისს სან-ფრანცისკოს დიდ კათედრალში კორტნი კოქსი დაქორწინდა მსახიობ დევიდ არკიტზე[12]. 2004 წლის 13 ივნისს მისგან გოგონა გააჩინა, სახელად კოკო[13], რომელიც შემდგომში თავის კოლეგასა და მეგობარ ჯენიფერ ენისტონს მოანათლინა[14]. ცნობილია, რომ კორტნის ბავშვის გაჩენის შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში პოსტ-სამშობიარო დეპრესია ჰქონდა[15]. 2010 წლის 11 ოქტომბერ განაცხადეს, რომ კორტნი და დეივიდი ერთმანეთს დაშორდნენ. 2012 წლის ოქტომბერში არკიტმა განქორწინებაზე შეიტანა განაცხადი, 2013 წლის მაისში კი ისინი საბოლოოდ განქორწინდნენ[16].
ამის შემდეგ მან ურთიერთობა დაიწყო ბენდ Snow Patrol-ის მუსიკოს ჯონი მაკდედთან[17], რომელზეც 2014 წლის 26 ივნისს დაინიშნა და ეს ამბავი Twitter-ით გამოაქვეყნა[18]. მოგვიანებით მათი ნიშნობა გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ კორტნი კოქსს სამეფო წარმომავლობა აქვს. იგი არის ინგლისის მეფე ედუარდ II-ის მკვლელისა და ასევე ინგლისის მეფე უილიამ დამპყრობლის შთამომავალი[4][5][6].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 "Celebrity Central / Top 25 Celebs: Courteney Cox". People. Archived from the original on April 8, 2014. Retrieved September 4, 2015.
- ↑ 2.0 2.1 "Courteney Cox Biography (1920–)". filmreference.com=. NetIndustries, LLC. Archived from the original on November 9, 2013. Retrieved August 29, 2009.
- ↑ "hollywood.com". Cox's parents are Richard and Courtney Cox. Archived from the original on August 27, 2011. Retrieved August 29, 2009.
- ↑ 4.0 4.1 https://www.yahoo.com/tv/courteney-cox-learns-her-ancestors-were-kings-and-kingslayers-093318509.html
- ↑ 5.0 5.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-20. ციტირების თარიღი: 2020-03-01.
- ↑ 6.0 6.1 TLC (March 8, 2017). "Courteney Cox Discovers Royal Drama In Her Family Tree – Who Do You Think You Are?" – via YouTube.
- ↑ "hollywood.com". Cox's stepfather is Hunter Copeland, uncle of Ian Copeland. Archived from the original on August 27, 2011. Retrieved August 29, 2009.
- ↑ "movies.msn.com". Cox left college to pursue a career in modeling and acting. MSN. Archived from the original on August 27, 2011. Retrieved August 29, 2009.
- ↑ Fair, Vanity. "The Oral History of Friends: Jennifer Aniston Almost Didn't Play Rachel Green". Vanity Fair. Archived from the original on May 25, 2014. Retrieved September 7, 2013.
- ↑ "Courteney Cox". Celeb Archive. Archived from the original on July 6, 2013.
- ↑ "starshub.com". Courtney dated her colleague, Ian Copeland. Archived from the original on May 14, 2013. Retrieved August 29, 2009.
- ↑ Press, From Associated (June 13, 1999)."Courteney Cox of 'Friends' Weds David Arquette". Retrieved September 2, 2018 – via LA Times.
- ↑ "Courteney Cox Welcomes a Baby Girl". People. June 13, 2004. Archived from the original on October 26, 2012. Retrieved June 12, 2012.
- ↑ "Moono.com". Jennifer Aniston is Coco Arquette's godmother. Archived from the original on June 24, 2012. Retrieved March 2, 2007.
- ↑ Silverman, Stephen M. "Courteney Cox Reveals Postpartum Depression", People, July 21, 2005 Archived November 9, 2013, at the Wayback Machine
- ↑ Oldenburg, Ann (May 29, 2013). "Courteney Cox, David Arquette divorce is finalized". USA Today. Archived from the original on June 29, 2013. Retrieved May 29, 2013.
- ↑ "Courtney Cox dating Snow Patrol rocker Johnny McDaid as couple look loved-up on Christmas date". Daily Mirror. Archived from the original on April 2, 2014. Retrieved April 22, 2014.
- ↑ Tauber, Michelle (June 26, 2014). "Courteney Cox Engaged to Johnny McDaid – Snow Patrol, Couples, Engagements, Courteney Cox". People. Retrieved August 16, 2014.