კორნელი წეროძე
იერსახე
კორნელი წეროძე | |
---|---|
კორნელი წეროძე | |
დაბადების თარიღი |
1916, 28 აგვისტო თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
1997, 19 თებერვალი თბილისი |
დაკრძალულია | თბილისი |
ეროვნება | საქართველო |
პროფესია | ექიმი |
კორნელი გრიგოლის ძე წეროძე (დ. 28 აგვისტო, 1916, თბილისი — გ. 19 თებერვალი, 1997, იქვე) — ქართველი ექიმი. სსრკ-ის სახალხო ექიმი (1979). სკკპ-ის წევრი 1944 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლიდან იყო არმიის რიგებში. 1941–1943 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, 121-ე სამედიცინო-სანიტარული ბატალიონის ზემდეგი იყო. 1951-იდან, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ დაბლაციხის საექიმო უბნის გამგედ, 1955 წლიდან — თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში. 1979 წელს, პირველს საქართველოში, მიენიჭა სსრკ-ის სახალხო ექიმის წოდება. დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 310.