კორნელია ფუნკე
კორნელია ფუნკე | |
---|---|
გერმ. Cornelia Funke | |
| |
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1958[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (64 წლის) |
დაბადების ადგილი | Dorsten |
საქმიანობა | მწერალი, საბავშვო მწერალი, სცენარისტი და ილუსტრატორი |
მოქალაქეობა |
![]() |
პერიოდი | 1978[11] |
ჟანრი | ფენტეზი |
Magnum opus | მელნის გული |
ჯილდოები | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურების ორდენის ჯვარი, Roswitha Prize, Annette von Droste-Hülshoff prize, ვერცხლის კალამი, Wildweibchenpreis და Phantastik-Preis der Stadt Wetzlar |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი |
corneliafunke.com corneliafunke.nl |
კორნელია მარია ფუნკე (გერმანულად: [kɔʁˈneːli̯a ˈfʊŋ.kə] ( მოსმენა)) (დ. 10 დეკემბერი, 1958) — გერმანელი საბავშვო წიგნების ავტორი.
დაიბადა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, კარიერის დასაწყისში ეწეოდა სოციალური მუშაკის საქმიანობას, მოგვიანებით კი წიგნების ილუსტრატორი გახდა. 1980-იან წლებში დაიწყო რომანების წერა, რომლებშიც ძირითადად ფენტეზის ელემენტების საშუალებით ცხოვრების სირთულეებთან დაპირისპირებული ბავშვების ცხოვრებას ასახავდა. ამ დროიდან მოყოლებული ფუნკე გერმანიაში „საბავშვო წიგნების ბესტსელერ ავტორად“ იქცა.[12] მისი ნაშრომები არაერთ ენაზეა თარგმნილი, 2012 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მისი წიგნების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი იყო გაყიდული.[13]
ფუნკმა აღიარება მოიპოვა რომანებით, როგორებიცაა „ქურდების მბრძანებელი“ (2002) და „დრაკონების მხედარი“ (2004). მოგვინებით ავტორს უფრო ფართო ცნობადობა მოუტანა მელნის გულის სერიის რომანებმა (2003-2007).
მხატვრული ფილმებია გადაღებული ფუნკეს რომანების –„ქურდების მბრძანებელი“ „დრაკონების მხედარი“ და „მელნის გული“ – მიხედვით. ეს წიგნები არაერთი კვირის მანძილზე ნიუ-იორკ ტაიმზის ბესტსელერების სიაში იკავებდა ადგილს
ფუნკეს ხშირად „გერმანელ ჯოან როულინგს“ უწოდებენ. 2005 წელს იგი ჟურნალმა ტაიმმა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[14]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- MirrorWorld Novels Site
- ოფიციალური საიტი
- Cornelia Funke საიტზე Internet Speculative Fiction Database
- Cornelia Funke, 1958- WorldCat Identities-ზე
- Cornelia Funke, 1958- Library of Congress-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #119523604 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ RKDartists
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 4.0 4.1 http://web.archive.org/web/20170323114533/http://jeugdliteratuur.org/auteurs/cornelia-funke
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ RKDartists
- ↑ Silvey, Anita (2012-10-30). Children's Book-a-Day Almanac (en). Roaring Brook Press. ISBN 978-1-4668-2804-9.
- ↑ Frankfurter Allgemeine Zeitung GmbH (8 October 2012). „Cornelia Funke: Prophetin im eigenen Land“. FAZ.NET. ციტირების თარიღი: 8 November 2015.
- ↑ Barker, Clive (2005-04-18). „The 2005 Time 100“. ტაიმი. ISSN 0040-781X. ციტირების თარიღი: 2020-11-30.
- დაბადებული 10 დეკემბერი
- დაბადებული 1958
- Pages using collapsible list with both background and text-align in titlestyle
- გერმანელი მწერლები
- გერმანელი ქალი მწერლები
- გერმანელი სცენარისტები
- გერმანელი საბავშვო მწერლები
- გერმანელი ფენტეზი მწერლები
- გერმანელი ქალი საბავშვო მწერლები
- XX საუკუნის გერმანელი მწერლები
- XXI საუკუნის გერმანელი მწერლები
- XX საუკუნის გერმანელი ქალი მწერლები
- XXI საუკუნის გერმანელი ქალი მწერლები