კონსტანტინე პევზნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე პევზნერი

კონსტანტინე პევზნერი ფილმში „რერო მასპინძლობს“
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1924
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 29 აგვისტო, 1990 (66 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
ჟანრ(ებ)ი კინო მუსიკა,
საბავშვო მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, დირიჟორი

კონსტანტინე პევზნერი (რუს. Константин Григорьевич Певзнер; დ. 24 ივნისი, 1924, ბაქო — გ. 8 ივლისი, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა კომპოზიტორი, დირიჟორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1968).

კონსტანტინე პევზნერი არის ავტორი ცნობილი საბავშვო „ნარინჯისფერი სიმღერის“ („Оранжевая песня“), რომელიც პირველად, 1965 წელს ირმა სოხაძემ შეასრულა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა ქ. ბაქოს კონსერვატორია. 1955 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. იყო საქართველოს საესტრადო ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1948-1949 წლებში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის აკომპანიატორია, 1954-1958 წლებში — საქართველოს რადიოს საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრის კონსულტანტი. 1955-1973, 1980-1987 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1974-1980 წლებში რუსეთის ფედერაციის საესტრადო ორკესტრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ძირითადად მუშაობდა საესტრადო ჟანრში, შექმნილი აქვს: პიესები საესტრადო ორკესტრისათვის, სიმღერები (მათ შორის „ო, რერო!“, „რად მინდა ბიჭო, რად მინდა“, „გაზაფხულის ბრალია“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „შენი თვალების ბრალია“ და სხვა), სამი ოპერეტა – „მნიშვნელოვანი პერსონა“ (1949, დაიდგა ბაქოში), „მეშვიდე ცა“ (1962, დაიდგა მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, ტომსკში, კემეროვოში), „მუდამ საყვარელ ადამიანთან“ (1954, დაიდგა ოდესაში, კიშინიოვში, კრასნოდარში), „სიმფონიური სურათები“ (1955, ექვს ნაწილად), მუსიკა სპექტაკლებისა (გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლებისთვის) და კინოფილმებისათვის („უყაიმო თამაში“, „ფილატელისტის სიკვდილი“, „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“, „რერო მასპინძლობს“).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]