შინაარსზე გადასვლა

კონსტანტინე მიუფკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე მიუფკე
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1903
ყაზანი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 26 იანვარი, 1968 (64 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ

კონსტანტინე მიუფკე (რუს. Константин Карлович Мюфке; დ. 6 ნოემბერი, 1903, ყაზანი — გ. 26 იანვარი, 1968, თბილისი) — თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1950).

დაიბადა 1903 წლის 6 ნოემბერს ქ. ყაზანში. 1922–1924 წლებში სწავლობდა სარატოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მატემატიკის ფაკულტეტზე. 1927 წელს დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო თეატრალური ტექნიკუმი და შეუდგა თეატრალურ მოღვაწეობას. 1927-1934 წლებში მუშაობდა სარატოვის, დნეპროპეტროვსკის, ნოვოსიბირსკის, ვორონეჟის დრამატულ თეატრებში. 1934 წელს ჩამოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო ალ. გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პროსტაკოვი, გრიშა (მ. გორკის „მზის შვილები“, „ბარბაროსები“), სტივა (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა“), კრუტიცკი, ვოსმიბრატოვი, ლინაევი (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“, „ტყე“, „მგლები და ცხვრები“), ლემი (ი. ტურგენევის „აზნაურთა ბუდე“), ბობჩინსკი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), სორინი (ა. ჩეხოვის „თოლია“), როგოევი, კოსტავრა (ნ. ვირტას „პური ჩვენი არსებობისა“), ვარლამი (ა. პუშკინის „ბორის გოდუნოვი“), რანგო (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ვურმი (ფ. შილერის „ვერაგობა და სიყვარული“) და სხვა. განსაკუთრებული წარმატება მოუტანა მსახიობს ლენინის როლის შესრულებამ ნ. პოგოდინის პიესებში: „კრემლის კურანტები“ და „თოფიანი კაცი“, შ. დადიანის „ნაპერწკლიდან“, დობჟინისკის „ლენინის და გორკის შეხვედრები“. კ. მიუფკეს ეკუთვნის პიესა - „ხვალინდელი დღე ჩვენი იქნება“, რომელშიც თავად ასრულებდა სემის როლს.

გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: „დიადი განთიადი“ (რეჟ. მიხეილ ჭიაურელი, 1938), „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…“ (რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი, 1958).

კ. მიუფკე ლენინის როლში ფილმში „დიადი განთიადი“

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]