კონსეფსიონი (პარაგვაი)
იერსახე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კონსეფსიონი Concepción | |||||
მთავარი ტაძარი | |||||
| |||||
ქვეყანა | პარაგვაი | ||||
დეპარტამენტი | კონსეფსიონის დეპარტამენტი | ||||
კოორდინატები | 23°24′00″ ს. გ. 57°26′00″ დ. გ. / 23.40000° ს. გ. 57.43333° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1773 | ||||
ფართობი | 8 490 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 44 მ | ||||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||||
მოსახლეობა | 76 378 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 9 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 021 | ||||
საფოსტო ინდექსი | 010101–010124[1] | ||||
კონსეფსიონი (ესპ. Concepción) — ქალაქი ჩრდილოეთ პარაგვაიში, კონსეფსიონის დეპარტამენტის დედაქალაქი. გაშენებულია მდინარე პარაგვაიზე.
ქალაქი 1787 წლის 25 მაისს ესპანელმა მმართველმა, აგუსტინ ფერნანდო დე პინდეომ დააარსა. მისი მიზანი ამ დროს ბრაზილიის ექსპანსიის შეჩერება და ადგილობრიბი ინდიელების კონტროლი იყო. ქალაქის ეკონომიკა ყვაოდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ცენტრი, ძირითადად გრან-ჩაკოსა და სამდინარო პორტის წყალობით. დაიწყო იმიგრანტთა გადმოსახლება იტალიიდან. 1909 წელს ქალაქი რკინიგზის სისტემას მიუერთდა.
კონსეფსიონი ასევე იყო 1947 წლის პარაგვაის სამოქალაქო ომის ცენტრი. ამჟამად წარმოადგენს კონსეფსიონის რომანულ-კათოლიკური ეპარქიის ცენტრს.