კოკის ჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოკის ჭაკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არაბიკის კირქვულ მასივზე. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ჭის საწყისი ნაწილი ასიმეტრიული ფორმის დოლინაა. მის სამხრეთ ფერდობზე იხსნება ვიწრო გვირაბი, რომელიც სწრაფად უკავშირდება მოზრდილ (20X18) დარბაზს. ჭის სიღრმე 15 მ-ია. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრევის ადგილობრივი და ზედაპირიდან ჩატანილი მასალა, თიხის მცირე ლაქები, ძაბრის ძირში მუდმივი თოვლისა და ფირნის ლაქაა. ჰავა სტატიურია. ჭაში ჩნდება დროებითი ნაკადები. ჩასვლა ადვილია, არსებობს ჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966