კოდრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოდრი
კოორდინატები: 47°06′ ჩ. გ. 28°30′ ა. გ. / 47.100° ჩ. გ. 28.500° ა. გ. / 47.100; 28.500
ქვეყანა მოლდოვის დროშა მოლდოვა
უმაღლესი წერტილი ბალანეშტი
სიმაღლე 430 
სიგრძე 100 კმ
კოდრი — მოლდოვა
კოდრი

კოდრი — მაღლობი მოლდოვის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების რეუტისა და პრუტის შუამდინარეთში. სიმაღლე 430 მ (მთა ბალანეშტი, მოლდოვის უმაღლესი წერტილი). გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. აგებულია მიოცენური ასაკის ზღვიური და კონტინენტური დანალექებით — თიხებით, მერგელებით, კირქვებით, ქვიშებით, ქვიშაქვებითა და მეოთხეული ლიასით. დამახასიათებელია ეროზიული რელიეფი, ზედაპირი ღრმად არის დანაწევრებული მდინარეებით, ღელეებითა და ხევებით. განვითარებულია მეწყერი, ადგილ-ადგილ — კარსტი. მაღლობი დაფარულია ტყით, სადაც ჭარბობს მუხა, წიფელი, რცხილა და სხვა. სულ 1000 მ-მდე სახეობის მცენარე გვხვდება. კოდრის მთისძირშია მდელო და ვენახი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]