კობა ცხაკაია
| კობა ცხაკაია | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
30 მარტი, 1964 თბილისი |
| გარდაცვალების თარიღი |
18 თებერვალი, 2026 თბილისი |
| რეზიდენცია | თბილისი |
| საქმიანობა | რეჟისორი |
| მეუღლე(ები) | ქეთევან ცხაკაია |
| მშობლები |
მამა: ლევან ცხაკაია დედა: გულიკო ჯიშკარიანი |
| ჯილდოები | ვიმ ვენდერსის (ჟიურის თავმჯდომარის) პრიზი მიუნჰენის საერთაშორისო კინოფესტივალზე – 1993 |
კობა ლევანის ძე ცხაკაია (დ. 30 მარტი, 1964, თბილისი — გ. 18 თებერვალი, 2026, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი და პედაგოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კობა ცხაკაია დაიბადა 1964 წლის 30 მარტს.
მშობლები: დედა – გულიკო ჯიშკარიანი, მამა – ლევან ცხაკაია.
მეუღლე: ქეთევან ცხაკაია (მხატვარი). შვილები: ირაკლი, ლევანი.
1995 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი რეჟისორი. ასევე არის თაეტრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
კობა ცხაკაიას პიესები და მოთხრობები იბეჭდება 1997 წლიდან. 2019 წელის დაარსა შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი RadioKino2020[1], სადაც ხმოვანი წიგნისა და რადიო სპექტაკლის ელემენტების შერწყმით არის შექმნილი აუდიო სერიალები. 2020 წელს დააფუძნა თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ კინოფესტივალი „დიოგენე“.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1984-1988 – საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი. კინოსა და თეატრის მსახიობის დიპლომი. (ანზორ ქუთათელაძის, თამაზ მესხისა და რუსუდან ფარემუზაშვილის სახელოსნო).
- 1987-1990 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კინოდრამატურგიის ფაკულტეტი. დრამატურგის დიპლომი. (ვოვა სიხარულიძის და გოგი გვახარიას სახელოსნო).
- 1990 -1995 – გერასიმოვის სახელობის საერთაშორისო კინო ინსტიტუტი. მხატვრული კინოსა და ტელევიზიის რეჟისორის დიპლომა ( ვლადიმერ ნაუმოვის სახელოსნო).
- 1995 – ხელოვნების მაგისტრის დიპლომი. (მოსკოვი)
- 1996-1997 – ვენის (ავსტრია) უნივერსიტეტი. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.
პროფესიული მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1986-90 — რუსთავის სახელმწიფო თეატრი. მსახიობი.
- 1991-93 — „მოსფილმი“. რეჟ. ასისტენტი, ვ. ვ. ნაუმოვის ფილმებზე.
- 1993 — „კრიმინალური რუსეთი“ თანაცენარისტი და თანარეჟისორი (ბინების საბჭოთა-გასტროლიორი ქურდები) HTV.
- 1995-2005 — სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული ინსტიტუტი, რეჟისურის ფაკულტეტი, სარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი.
- 1997–98 — ქვემო ქართლის სატელევიზიოკომპანიის კოორდინატორი.
- 2001 — „წითელი სტრეპტოციდი“ დაარქივებული 2010-06-22 საიტზე Wayback Machine. (რეჟისორი ვასილი ჩიგინსკი) – ითამაშა ერთ–ერთი როლი.
წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ალბატროსების ჯოგი“ (მოთხრობები, პიესები), გამომცემლობა „საარი“, 2000, ISBN 99928-39-20-1
- „ფერები და შიმშილი“, გამომცემლობა „საარი“, 2003, ISBN 99928-39-86-4
- „ბაღდადელი ქურდები“ (რომანი) (თანაავტორი იოსებ მჭედლიშვილი), 2004
- „ზონაში“, თანაავტორი: იოსებ მჭედლიშვილი, გამომცემლობა „საარი“, 2005, ISBN 99928-39-57-0
- „გადააბიჯეთ მკვდრებს გაბედულად“ (რომანი), გამომცემლობა „საუნჯე“, 2012, ISBN 978-9941-442-32-2
- „მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“ (10 მოთხრობა, 5 პიესა), გამომცემელი RadioKino, 2024, ISBN 978-9941-8-6465-0
რეჟისორული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ანარეკლი“, 10 წთ. დოკ–კ/ფ. კინოსტუდია „ქართული ფილმი“ და VGIK მოსკოვი – 1992
- „პილიგრიმი“, 56 წთ. კ/ფ. კინოსტუდია „ქართული ფილმი“, შემოქმედებითი გაერთიანება „მუზა“ და VGIK მოსკოვი – 1993[2]
- „თამადა, ანუ სამყარო სუფრის გარშემო“, 26 წთ. დოკ–ტ/ფ. „IMA –ფილმ“ საფრანგეთი – 1994
- „მეომარნი ქრისტესანი“, 18 წთ. ტ/ფ. დოკ–ტ/ფ. VGIK მოსკოვი – 1995
- „შატალო“ (საბავშვო ტელესერიალი), 13 სერია. ტ/ფ. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია – 1997
- „საშობაო ზღაპარი“ მხატვრული ვიდეო-ფილმი, 26 წუთი. ქვემო ქართლის სატელევიზიო კომპანია და TV-4 თბილისი – 1999
- „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“, 45 სერია. (სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ანდრო ენუქიძე, იოსებ მჭედლიშვილი და თანარეჟისორი: ანდრო ენუქიძე. 1 არხი - 1999-2000
- „ოპერები“ (სატელევიზიო ფილმი), 3 სერია, ტელეკომპზნია „მზე“, დამდგმელი რეჟისორი და სცენარის თანაავტორი - 2002
- „პროვინციული ჩანახატები“ (დოკუმენტური ვიდეო-ფილმების ციკლი), 12 ფილმი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. (ტელეკომპანია "მზე") - 2003
- „ლექსად თქმული ქადაგებები" დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (დოკუმენტური) – 2009
სცენარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „პილიგრიმი„ – 1993 წ.
პროდიუსერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლექსად თქმული ქადაგებები“ (დოკუმენტური) – 2009 წ.
ოპერატორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ლექსად თქმული ქადაგებები“ (დოკუმენტური) – 2009 წ.
მონტაჟი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „თამადა, ანუ სამყარო სუფრის გარშემო“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. (დოკუმენტური) – 1995 წ.
- „ლექსად თქმული ქადაგებები“ (დოკუმენტური) – 2009 წ.
გადაღებულია ფილმებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 — „უძინართა მზე“ რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი – წ.
- 1995 — „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟისორი ნანა ჯორჯაძე
- 2000 — „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“ (სერიალი), რეჟისორი ანდრო ენუქიძე
- 2001 — „წითელი სტრეპტოციდი“ რეჟისორი ვასილი ჩიგინსკი[3]
თეატრებში დადგმული პიესები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ცხოვრება საწვავის გარეშე“ (თბილისის ექსპერიმენტური „ჯიბის“ თეატრი) – 2001
- „მზის ჯარისკაცები“ (ახალციხის სახელმწიფო თეატრი) – 2002
- „პატარა ილუზიები“ (თელავის სახელმწიფო აკადემიური თეატრი) – 2004
- „ვინ არის?“ (რუსთავის სახელმწიფო თეატრი) საკუთარი პიესის დამდგმელი რეჟისორი – 2006
რადიოსპექტაკლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „გრძნობა“, 26 წთ. (პირველი რადიო) – 1998
- „პეპლის დაჟანგული ფრთები“, 28 წთ. – 1999
- „ამბავი ლომისა, ძაღლისა და ადამიანებისა“, 27 წთ. – 2000
- „სიყვარულის წიწვოვანი კავშირი“ (ხუთსერიიანი რადიოსპექტაკლი), 80 წთ. (პირველი რადიო) – 2006
- „ეკლიანი და ვიწრო გზა“ (თავისივე ინსცენირება როსტომ ჩხეიძის რომანის მიხედვით)– 2006
ფესტივალები და კონკურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლენინგრადის მხატვრული კითხვის საერთაშორისო კონკურსი. პრიზი - 1986
- მიუნხენის საერთაშორისო ფესტივალი დაარქივებული 2010-07-01 საიტზე Wayback Machine. . ვიმ ვენდერსის (ჟიურის თავმჯდომარის) პრიზი - 1993
- კიევის კინოფესტივალი "МОЛОДОСТ" - 1994
- კინოფესტივალი "ЗОЛОТОИ ВИТЯЗЬ". დიპლომი - 1995
- კინოსკოლების საერთაშორისო სელექტი (მეხოკო) - 1995
- თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ „ბესტსელერის“ პრემია - 1999
- ტელესერიალების პროექტების კონკურსი „იბერია“ - 2001
- ახალგაზრდა დრამატურგთა კონკურსი „ერთობა“. პრემია - 2002
- ტელესერიალების პროექტების კონკურსი „მეცხრე არხი“. პირველი პრემია - 2002
- ინტერნეტ-გაზეთი „კვალის“ (ქართული სათვისტომოების გაზეთი) დაარქივებული 2010-03-12 საიტზე Wayback Machine. დრამატურგთა კონკურსი - 2002
- ლიტერატურული კონკურსი „საბა“, წლის საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოების ნომინაცია - 2003
- ლიტერატურული კონკურსი „ომეგა“ - 2004
- 2004 BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი. Sertifikate - 2005
- BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი დაარქივებული 2010-10-24 საიტზე Wayback Machine. . Sertifikate - 2005
- აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს გამოცხადებული დრამატურგთა კონკურსი (ჟიურის თავმჯდომარე ირაკლი სამსონაძე). პრემია - 2006
- მესამე ადგილი პიესების კონკურსზე "Действующие лица" (მოსკოვი) – 2006 პიესისასთვის "В ПОИСКАХ РЕАЛЬНОСТИ С ПУЛЬТОМ ОТ ТЕЛЕВИЗОРА (плагиат чистейшей воды для нервных и для империалистов)"[მკვდარი ბმული]
- BBC-ის რადიო პიესების საერთაშორისო კონკურსი. Sertifikate - 2007
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული კონკურსის „მუზა“ გამარჯვებული ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება“, წიგნისათვის „სამი პიესა სხვადასხვა ამბავზე“, 2023
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ RadioKino2020
- ↑ „პილიგრიმი“ დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ „წითელი სტრეპტოციდი“ დაარქივებული 2010-06-22 საიტზე Wayback Machine.