კოატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოატი
MexicanCoati.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Nasua narica (Linnaeus, 1766)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41683

კოატი (ლათ. Nasua narica) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ენოტისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძეა 41–67 სმ, კუდისა — 32–69 სმ, იწონის 11,3 კგ-მდე. შეფერილობა მურა-რუხია, ან ზედა ნაწილი შავია ხოლო ქვედა — თეთრი. კუდზე მუქი და ღია რგოლებია. ცხვირი წაგრძელებული და ძალიან მოძრავია. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში. კარგად ცოცავს ხეებზე, ბალანსირებასა და მოჭიდებას კუდის მეშვეობით ახორციელებს. ბუნაგს აწყობს ხეების ფუღუროებში, მიწის ჩაღრმავებებში, ქვებს შორის. ქმნიან 5–6 სულიან (ზოგჯერ 40-მდეც) ჯგუფებს; ასაკოვანი მხეცები ჩვეულებრივ მარტონი ცხოვრობენ. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. იკვებება მხოლოდ მიწაზე, საკვებად იყენებს მცენარეულ საკვებსა და მცირე ძუძუმწოვრებს. მრავლდებიან წელიწადში ერთხელ, დედალი შობს 2–6 ნაშიერს. ზიანს აყენებს მინდვრის კულტურებს და მეფრინველეობას. მისი ხორცი საკვებად გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]