კლარკ მაკ-კონაჰი
კლარკ მაკ-კონაჰი
| ||
საერთო ინფორმაცია | ||
დაბ. თარიღი: | 15 აპრილი 1895 | |
დაბ. ადგილი: | ოტაგო; ახალი ზელანდია | |
გარდ. თარიღი: | 18 აპრილი 1980 | |
გარდ. ადგილი: | ოკლენდი; ახალი ზელანდია | |
მოქალაქეობა: | ახალი ზელანდია | |
უმაღლესი ბრეიკი: | 147[1] |
კლარკ მაკ-კონაჰი (ინგლ. Clark McConachy; დ. 15 აპრილი, 1895, ოტაგო; ახალი ზელანდია — გ. 18 აპრილი, 1980,ოკლენდი; ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი და ინგლისური ბილიარდის მოთამაშე.
კლარკი, როგორც სპორტსმენი, ფლობდა გასაოცარ სიმტკიცესა და გამძლეობას. 66 წლის მანძილზე (1914 წლიდან 1980 წლამდე) ის ახალი ზელანდიის ჩემპიონი იყო ბილიარდში. ის აგრეთვე იყო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული 1951–1968 წლებში, სანამ ჩემპიონის ტიტული არ დაუთმო რექს უილიამსს.
1932 და 1952 წლებში მაკ-კონაჰი იკავებდა მეორე ადგილს სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოლო 1951 წელს ვარჯიშზე მან გააკეთა მაქსიმალური ბრეიკი.
კლარკ მაკ-კონაჰი ყოველთვის ჯანმრთელი ცხოვრების მომხრე იყო. ის არასდროს ეწეოდა და სვამდა, ყოველდღე გარბოდა რამდენიმე კილომეტრს, რაც მისი ხანგრძლივი ცხოვრების მიზეზი იყო. კლარკი აგრეთვე ცნობილი იყო იმით, რომ მატჩის წინ იღბალისთვის მაგიდის გარშემო დადიოდა.
მიღწევები კარიერაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიო ჩემპიონი ბილიარდში — 1951–1968
- ახალი ზელანდიის ჩემპიონი ბილიარდში — 1914–1980
- მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ფინალისტი — 1932, 1952
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პროფილი ProBilliard-ზე
- კლარკ მაკ-კონაჰის ბიოგრაფია დაარქივებული 2009-05-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ეს ბრეიკი არ შედის ოფიციალურად დარეგისტრირებული მაქსიმალური სერიების სიაში, რადგან გაკეთდა სავარჯიშო მატჩზე