კისმაიოს ბრძოლა (2012)
კისმაიოს ბრძოლა | |||||
---|---|---|---|---|---|
სომალის ომის ნაწილი | |||||
კისმაიოს ხედი | |||||
თარიღი | 28 სექტემბერი – 1 ოქტომბერი 2012 | ||||
მდებარეობა | კისმაიო, სომალი | ||||
შედეგი | კენია/სომალის გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
კისმაიოს ბრძოლა — შეტევა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კენიის თავდაცვის ძალები, კოდური სახელწოდებით ოპერაცია მძლავრი ჩაქუჩი , 2012 წლის 28 სექტემბრიდან ალ-შაბააბს სომალის საპორტო ქალაქ კისმაიოს დასაპყრობად. [3] [4] კენიის არმიასთან ერთად იბრძოდა რასკამბონის მოძრაობის მილიცია და სომალის არმია. ბრძოლა დასრულდა პირველ ოქტომბერს. [5]
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]28 სექტემბერს, დილის 2:00 საათზე, კენიის თავდაცვის ძალები და სომალის სამთავრობო ჯარები გაემართნენ კისმაიოდან ჩრდილოეთით დაახლოებით ექვს კილომეტრში, მოგადიშოს მთავარ გზასთან ახლოს. [2] მოსახლეობამ აღნიშნა, რომ ოპერაციაში შვიდი გემი იყო ჩართული.[6] სომალის აფრიკული კავშირის მისიის პოლკოვნიკ საირუს ოგუნას თქმით, სომალის ეროვნულმა არმიამ და კენიის აფრიკის კავშირის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალებმა მოულოდნელი შეტევა დაიწყეს კისმაიოზე, აიღეს ქალაქი ალ-შაბააბის მხრიდან მცირედი წინააღმდეგობით. სპიკერმა განაცხადა, რომ აჯანყებულებმა „მძიმე დანაკარგები“ განიცადეს შეტევის დროს, ხოლო მოკავშირეთა ჯარისკაცები არ დაჭრილან და არც დაღუპულან. გავრცელებული ინფორმაციით, რასკამბონის მილიციის მებრძოლები ასევე დაეხმარნენ სომალის ეროვნულ არმიაას და აფრიკის კავშირის ჯარებს. ალ-შაბააბის სამხედრო ოპერაციების სპიკერმა შეიხ აბდიასის აბუ მუსაბმა განაცხადა, რომ მის თანამებრძოლებსა და სომალისა და სომალის აფრიკული კავშრის მისიის ძალებს შორის მიმდინარეობს „სასტიკი ბრძოლა“. [5] ალ-შაბააბმა ასევე განაცხადა, რომ ბრძოლის დროს გაანადგურა ორი კენიური ჯავშანტრანსპორტიორი, ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით (IED) და მეორე - სარაკეტო ყუმბარით და უარყო, რომ მან დაკარგა კონტროლი ქალაქზე. [2]
ადგილობრივმა მოსახლეობამ მიუთითა, რომ მოკავშირე ჯარებმა დაიპყრეს პორტი, მაგრამ მებრძოლები კვლავ იმყოფებოდნენ ქალაქის სხვა ნაწილში და მანქანებით სწრაფად მიდიოდნენ ფრონტის ხაზებისკენ. ისლამური ჯგუფის პროპაგანდისტული რადიოსადგური ცდილობდა მაცხოვრებლების მოტყუებას, რათა გაქცეულიყვნენ მომავალი სომალის მთავრობისა და სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარებისკენ.[5]
ერთმა თვითმხილველმა დამატებით განაცხადა, რომ კენიურ სომალის აფრიკული კავშირის მისიის ჯარებს შორის იყვნენ თეთრკანიანი ჯარისკაცები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა აფრიკის კავშირს და ეხმარებოდა სპეცრაზმით. თუმცა, აშშ-ს სარდლობამ აფრიკაში უარყო კენიის აფრიკული კავშირის კონტინგენტის მხარდაჭერა.[2]
29 სექტემბერს ალ-შაბააბის მებრძოლებმა ოფიციალურად დატოვეს ქალაქი. [7] ეს დაადასტურეს მაცხოვრებლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ქალაქში შეიარაღებული ძალები არ დარჩენილა და მძარცველებმა ადმინისტრაციის შენობების დარბევა დაიწყეს. [8]
თვითმხილველის თქმით, სომალის მთავრობის ჯარისკაცები ჯავშანტექნიკით შევიდნენ კისმაიოს ცენტრში 2012 წლის 1 ოქტომბერს, სამი დღის შემდეგ, რაც მოკავშირეთა ძალებმა ქალაქის პერიმეტრს ალყა შემოარტყეს. [9] გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკის კავშირის ჯარები მიჰყვნენ რამდენიმე საათის შემდეგ. [10] მეორე დღეს ქალაქში უზარმაზარი აფეთქებები მოხდა. სახმელეთო ნაღმი პირველად სამხედრო ბაზას დაარტყეს, თუმცა მსხვერპლი არ არის დადასტურებული. მეორე აფეთქება პორტში მოხდა და სავარაუდოდ, სომალის მთავრობისა და სომალის აფრიკული კავშირის მისიის ძალების წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა, ზარალი არც აქ დაფიქსირებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ, ასაფეთქებელი ნივთიერების მესამე ნაკრები ააფეთქეს არმიის ბაზასთან, სადაც განლაგებული იყვნენ მთავრობის მხარდამჭერი რასკამბონის მილიციის მებრძოლები. კოალიციის წევრები შეიკრიბნენ აეროპოტში, რათა ერთად დაეგეგმათ სამომავლო ნაბიჯები. პარალელურად სომალის თავდაცვის სამინისტრომ და ეროვნული არმიის მეთაურებმა გააფრთხილეს კოალიციის ძალები შემდგომი თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ და ურჩიეს მათ სიფრთხილით შესულიყვნენ ქალაქში, რადგან აჯანყებულებს შესაძლოა, დაენაღმათ მათ მიერ დაცლილი ბაზები. [11]
კისმაიო განიხილებოდა, როგორც ალ-შაბააბის ბოლო ძირითადი დასაყრდენი, რადგან სწორედ ამ ქალაქიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდებოდა ალ-შაბააბის ორგანიზაცია. შემოსავალს იღებდნენ ნახშირის ექსპორტითა და იმპორტირებული საქონელზე პორტის გადასახადების დაწესებით. [5] Al-Jazeera-ს ცნობით, თავდასხმა წარმოადგენდა დიდ, მორალურ-დამამცირებელ დანაკარგს მეამბოხე ჯგუფისთვის, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს დარჩათ ცოტა ადგილი, საიდანაც უსაფრთხოდ განახორციელებდნენ თავდასხმებს „რბილ სამიზნეებზე“. [8] პოლკოვნიკმა ოგუნამ აღნიშნა, რომ ქალაქის აღება „შეიძლება ალ-შაბააბის დასასრულის ნიშანი იყოს, რადგან კისმაიო იყო ბასტიონი, რომელიც აფინანსებდა ალ-შაბააბის საქმიანობას სომალის სხვა რეგიონებში“. აფრიკის კავშირის სპიკერმა დასძინა, რომ შეტევა იყო „ზედმიწევნით კარგად დაგეგმილი“. [5] [12] გავრცელებული ინფორმაციით, სომალის მთავრობა ასევე ამზადებდა შუამავლებს ქალაქის დაინტერესებულ მხარეებს შორის ინკლუზიური ადგილობრივი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების მიზნით. [10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „La prise de Kysmaayo par les armées kényanes et somaliennes“ (PDF). African Union Mission in Somalia. October 2012. ციტირების თარიღი: 29 October 2012.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 „Somali militant base of Kismayo attacked by Kenyan forces“. BBC News. 28 September 2012. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
- ↑ „Kenya Says It Has Captured Last Islamist Bastion in Somalia“. The New York Times. 28 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 January 2013. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
- ↑ (2019) The Soldier's Legacy: The Kenya Army at 55: A Steadfast Shield from 1963 into Posterity.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Chonghaile, Clar Ni (28 September 2012). „Kenyan troops launch beach assault on Somali city of Kismayo“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
- ↑ „Kenyan forces surround Somali rebel bastion“. Al Jazeera. 28 September 2012. ციტირების თარიღი: 28 September 2012.
- ↑ Last night, after more than 5 years the Islamic administration in #Kismayo closed its offices. HSMPress (Al-Shabaab) (29 September 2012). ციტირების თარიღი: 29 September 2012
- ↑ 8.0 8.1 „Al-Shabab rebels pull out of key Somali town“. Al Jazeera. 29 September 2012. ციტირების თარიღი: 29 September 2012.
- ↑ Omar, Hamsa (1 October 2012). „Somalia Deploys Forces in Captured Former al-Qaeda Stronghold“. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2 October 2012.
- ↑ 10.0 10.1 „African troops enter Somali port of Kismayo“. AFP. 2 October 2012. ციტირების თარიღი: 2 October 2012.
- ↑ „Somalia: Blasts Rock Port City of Kismayu“. Shabelle Media Network. 2 October 2012. ციტირების თარიღი: 4 October 2012.
- ↑ „Kenyan forces attack last remaining stronghold of al-Qaeda-linked militants in Somalia“. The Washington Post. AP. 28 September 2012. ციტირების თარიღი: 28 September 2012.[მკვდარი ბმული]