კისლოვსკოეს პეტრესა და პავლეს ეკლესია
კისლოვსკოეს პეტრესა და პავლეს ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 56°31′28″ ჩ. გ. 61°33′28″ ა. გ. / 56.52444° ჩ. გ. 61.55778° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | კისლოვსკოე, სვერდლოვსკის ოლქი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XIX საუკუნე |
კისლოვსკოეს პეტრესა და პავლეს ეკლესია (რუს. Церковь Петра и Павла) — მართლმადიდებლური ეკლესია სვერდლოვსკის ოლქში, კამენსკის საქალაქო ოლქის სოფელ კისლოვსკოეში[1]. ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა 1832-1846 წლებში. სვერდლოვსკის ოლქის მთავრობის 2001 წლის 28 დეკემბრის № 859-ПП დადგენილების მიხედვით მიენიჭა რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[2].
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს კამენსკის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ხის ეკლესია კისლოვსკოეში ააგეს 1746 წელს და ტობლოსკის მიტროპოლიტის ანტონის ლოცვა-კურთხევით აკურთხეს პეტრე და პავლე მოციქულების სახელზე. ძველი ხის ტაძრის შენობა გაყიდეს შადრინის მაზრის სოფელ ულუგუშსკოეში[3].
1832 წელს ააგეს ქვის, სამსაკურთხევლიანი ეკლესია მრევლის ფინანსებით და ადგილობრივი გლეხის მოისეია ტიხონის ასული მელნიკოვას აქტიური მონაწილეობით, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება დაუკავშირა ტაძრის მშენებლობას. მთავარი ტაძარი აკურთხეს პერმის ეპისკოპოსის არკადის მეშვეობით 1846 წლის 29 ივნისს[4].
1879-1882 წლებში ტაძარი გადააკეთეს, ერთ ახალ ცივ ეგვტერთან ერთად ააგეს მეორე თბილი ეგვტერი, რომელიც 1879 წლის 11 ნოემბერს აკურთხა ეკატერინბურგის ეპისკოპოსმა მოდესტმა უფლის მირქმის სახელზე. ასევე ააშენეს თბილი, მარცხენა ეგვტერი, რომელიც ასევე ეკატერინბურგის ეპისკოპოსმა მოდესტმა აკურთხა 1882 წლის 29 ივნისს ღვთისმშობლის შობის სახელზე.
XX საუკუნის დასაწყისში მთავარ ტაძარში იყო ოთხიარუსიანი, მოოქროვილი კანკელი, ხოლო შიდა კედლები შეღებილი იყო ზეთის საღებავებით. ეგვტერები შელესილი იყო და შეთეთრებული. ტაძარი გადახურული იყო თუნუქით. 1888 წელს მთავარ ტაძარში აღსავლის კარი შეცვალეს ახლით. ადგილობრივი ხატები გადაწერეს, ძველები კი განაახლეს. ტაძარში ინახება საწინამძღვრო, ვერცხლის ჯვარი, რომელიც დამზადებულია 1788 წელს. გარდა ჩვეულებრივი ღვთისმსახურებისა ტაძარში წელიწადში ორჯერ იმართება ლიტანიობა: 6 აგვისტოსა და ამაღლების დღესასწაულზე[3][4].
საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1937 წელს, ხოლო 1990 წელს დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას[5][6].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Петро-Павловская церковь, 1832-1846 годы. Электронная семантическая библиотека. ციტირების თარიღი: 2018-04-20.
- ↑ Постановление Правительства Свердловской области № 859-ПП от 28 декабря 2001 года. Электронный фонд правовой и нормативно-технической документации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13.
- ↑ 3.0 3.1 Приходы и церкви Екатеринбургской епархии. — Екатеринбург: Братство Св. Праведного Симеона Верхотурского Чудотворца, 1902. — С. 647.
- ↑ 4.0 4.1 Кисловский храм. Каменск-Уральский интернет портал. ციტირების თარიღი: 2018-04-20.
- ↑ В Петропавловском храме села Кисловское восстанавливаются фрески, которым больше 200 лет.. ПРАВОСЛАВНАЯ ГАЗЕТА. ციტირების თარიღი: 2018-04-20.
- ↑ Рундквист Н., Задорина О. Свердловская область. От А до Я: Иллюстрированная краеведческая энциклопедия. — Екатеринбург: Квист, 2009. — С. 456. — ISBN 978-5-85383-392-0.