კირილე უკლებას ქუჩა
იერსახე
კირილე უკლებას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | მთაწმინდა |
წინა სახელები | ნიაღვრის ქუჩის I შესახვევი |
კირილე უკლებას ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); ნიაღვრის ქუჩიდან ბესიკის მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე იყო ნიაღვრის ქუჩის I შესახვევი. დატანილია თბილისის 1900 წლის გეგმაზე. კირილე უკლებას სახელი ეწოდა 1999 წელს. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 171, ISBN 978-99928-20-35-3.