ნიაღვრის ქუჩა
ნიაღვრის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
წინა სახელები | სასწავლებლის ქუჩა, მთის IV ქუჩა |
ისტორიული რაიონი | მთაწმინდა |
ნიაღვრის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); პავლე ინგოროყვას ქუჩასა და შიო ჩიტაძის ჩიხს შორის. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. სასწავლებლის ქუჩის სახელწოდებითაა დატანილი 1884 წლის თბილისის გეგმაზე, რადგან აქვე მდებარე წმინდა ნინოს კეთილშობილ ქალთა სასწავლებლელს თითქმის მთელი კვარტალი ეკავა. შემდეგ მას მთის IV ქუჩა ერქვა. 1900 წელს ეწოდა ნიაღვრის ქუჩა (ასეა დატანილი ამავე წლის გეგმაზე). მთაწმინდის ფერდობებიდან ჩამონადენი ნიაღვრის დიდი ნაწილი ამ ქუჩაზე მოედინებოდა და სახელიც აქედან ეწოდა. ქუჩაზეა ლეო დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტი. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 130, ISBN 978-99928-20-35-3.