კიპროს ნიკოლაიდისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიპროს ნიკოლაიდისი

კიპროს ნიკოლაიდისი ფეტალური მედიცინის მსოფლიო კონგრესზე მალტაში
მშობლიური სახელი ბერძ. Κύπρος Νικολαΐδης
დაბადების თარიღი 1953
პაფოსი, კვიპროსი
ეროვნება ბერძენი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
განათლება ლონდონის სამეფო კოლეჯი
პროფესია ექიმი-პერინატოლოგი
ჯილდოები ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2009)
ეარდლეი ჰოლანდიის ოქროს მედალი (2015)

კიპროს ნიკოლაიდისი (ბერძნ. Κύπρος Νικολαΐδης, ინგლის. Kypros Nicolaides; დ.1953, პაფოსი, კვიპროსი) — ბერძნული წარმოშობის ინგლისელი პერინატოლოგი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი ფეტალური ქირურგიის დარგში.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიპროს ნიკოლაიდისი დაიბადა 1953 წელს პაფოსში (კვიპროსი). სწავლობდა ინგლისურ სკოლაში ნიქოზიაში. შემდეგ სწავლა გააგრძელა ლონდონის სამეფო კოლეჯში, სადაც ეუფლეობდა ბიოქიმიასა და ფიზიოლოგიას და მედიცინას ლონდონის სამეფო კოლეჯის  მედიცინისა და სტომატოლოგიის სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. სკოლის დამთავრებიდან მალევე, 1980 წელს, მუშაობა დაიწყო მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე, ატარებდა კვლევებს პროფესორ სტიუარტ კემპბელთან და პროფესორ ჩარლზ როდეკთან ერთად, როგორც ამ უკანასკნელის პირველი ასისტენტი, ძირითადად მუშაობდა ფეტოსკოპიის ტექნიკასა და პროცედურებზე.

როდეკ-ნიკოლაიდისის გუნდმა მალევე გამოაქვეყნა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი ფეტოსკოპიის გამოყენების შესახებ ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა რეზუს იზოიმუნიზაცია, ნაყოფის ჰიდროფსია და ინტრაუტერიული ზრდის შეფერხება, ასევე შეიმუშავა სისხლისა და ქსოვილის სინჯის აღების მეთოდები   მონოგენური დაავადებების დიაგნოზირებისას.

ნიკოლაიდმა შეიმუშავა ნაადრევი მშობიარობის სკრინინგის მეთოდები (რომელიც პერინატალური ავადობისა და სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია) საშვილოსნოს ყელის სიგრძის გაზომვით და  ვაგინალური პროგესტერონის გამოყენების პრევენციით, პრეეკლამფსიის სკრინინგით. რაც დედათა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია) დოპლერით საშვილოსნოში სისხლის ნაკადის გაზომვით და არტერიული წნევის და პლაცენტის ზრდის ჰორმონის გაზომვით და პრევენციით ასპირინის გამოყენების საშუალებით.

პროფესორ როდეკის წასვლის შემდეგ, ნიკოლაიდისი გახდა ფეტალური მედიცინის კვლევითი ცენტრის დირექტორი. ეს გახლდათ ფეტალური მედიცინის პირველი განყოფილება დიდ ბრიტანეთში. მისმა კვლევებმა და სწავლების პროგრამამ სამეფო კოლეჯის საავადმყოფო მნიშვნელოვან ცენტრად  აქცია მედიცინის ამ სფეროში. [3][4]

იგი გახლავთ სამეცნიერო ჟურნალებში ათასზე მეტი სტატიის და ოცდაათზე მეტი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი.

კიპროს ნიკოლაიდისი დიდი ბრიტანეთის ფეტალური მედიცინის ფონდის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, რომელიც თავად დააარსა 1995 წელს. საქველმოქმედო შემოსავლის მთავარი წყარო კერძო კლინიკაა. ფეტალური მედიცინის ფონდმა 45 მილიონ ფუნტზე მეტი შესაწირი გაიღო მთელ მსოფლიოში ექიმების ტრენინგების დასაფინანსებლად და ფეტალური მედიცინის სფეროში ძირითადი მულტიცენტრული კვლევების ჩასატარებლად. მედიცინის ფონდი ასევე აწყობს ფეტალური მედიცინის ყოველწლიურ მსოფლიო კონგრესს, რომელსაც ჰყავს 2000-ზე მეტი მონაწილე, ასევე დაიწყო უფასო ონლაინ საგანმანათლებლო კურსების სერია ექიმებისა და პაციენტებისთვის.[5][6]

ტელევიზიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

BBC-ის სატელევიზიო პროგრამა "ცხოვრება დაბადებამდე" ( Life Before Birth) ეძღვნება კიპროს ნიკოლაიდისის საქმიანობას.[7]

ნიკოლაიდისი ასევე მონაწილეობს Netflix-ის დოკუმენტური სერიალის The Surgeon's Cut-ის პირველ ეპიზოდში, რომელიც გამოვიდა 2020 წლის დეკემბერში. ეს ეპიზოდი გადაღებულია  ლონდონში,  სამეფო კოლეჯის ჰოსპიტალში,  სადაც ნიკოლაიდისის ინოვაციური მეთოდი ენდოსკოპიური ლაზერული ქირურგიაში გამოიყენება ტყუპების სიცოცხლისთვის საშიში პრენატალური მდგომარეობის —  ტრანსფუზიის სინდრომის სამკურნალოდ. [8][9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "The Fetal Medicine Foundation Belgium - Biography: Professor Kypros Nicolaides". www.fmfb.be. Retrieved 2017-09-10.
  2. Foundation, The Fetal Medicine. fetalmedicine.org.
  3. "King's College Hospital - News" დაარქივებული 2021-12-25 საიტზე Wayback Machine. . www.kch.nhs.uk. Retrieved 2020-11-20.
  4. "European Association of Perinatal Medicine - EAPM". დაარქივებული 2023-06-15 საიტზე Wayback Machine. europerinatal.eu.
  5. "National Academy of Medicine Elects 100 New Members". October 19, 2020.
  6. FMF World Congress | Courses & Congress | Welcome to the Fetal Medicine Foundation". fetalmedicine.org.
  7. BBC News "Life Before Birth" for 'miracle doctor'
  8. "Kypros Nicolaides - H-Index, Webometrics". webometrics.info. Retrieved 2020-11-21.
  9. BBC News "The Surgeon's Cut"[მკვდარი ბმული]