ბერძნები
| ბერძნები Έλληνες | |
|---|---|
|
პირველი რიგი ჰომეროსი • ლეონიდასი • პერიკლე არგიროპულო ჰეროდოტე• ჰიპოკრატე მეორე რიგი სოკრატე • პლატონი • არისტოტელე • ალექსანდრე მაკედონელი • არქიმედე მესამე რიგი ჰიპატია • ბასილ II • ალექსი I კომნენოსი • გემისტუს პლეთო • ელ გრეკო მეოთხე რიგი რიგას ფერეოსი • თედორე კოლოკოტრონისი • ლასკარინა ბუბულინა • გეორგიოს კარაისკაკისი • იოანე კაპოდისტრია მეხუთე რიგი ელეფთერიოს ვენიზელოსი • კონსტანტინოს კავაფისი გეორგიოს პაპანიკოლაუ • მაკარიოს III • პიროს დიმასი | |
| საერთო მოსახლეობა | |
| 14 მლნ. | |
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
| 9,72 მლნ. | |
| 659,115[1] | |
| 1,279,000–3,000,000[2][3] | |
| 449,000[4] | |
| 424,744[5] | |
| ენები | ახალბერძნული |
| რელიგიები | მართლმადიდებლები |
ბერძნები (ბერძ. Έλληνες „ელლინეს“ — ელინები) — ერი, ეთნიკური ჯგუფი, საბერძნეთის ძირითადი მოსახლენი (9,72 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე კვიპროსზე (659 ათ.), აშშ-ში (1-3 მლნ.), გერმანიაში (449 ათ.), ავსტრალიაში (424 ათ.), რუსეთის ფედერაციაში (92 ათ.).
- სახელები: აფხ. абырзе́н [abәrzen]; იონი[6];
- საერთო რაოდენობა: 14 მლნ.
- ენა: ახალბერძნული.
- მორწმუნეები: ძირითადად მართლმადიდებლები.
საქართველოში მცხოვრები ბერძნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა (აფხაზეთსა და აჭარაში) შემოინახეს ძველი ტანისამოსის ელემენტები. მამაკაცის ტანისამოსიდან შეიძლება გამოიყოს „ზიპუნი“ ან „ენტერი“ (ზედატანის სამოსი), „გელანი“ (თბილი ჟილეტი ან მოკლე თბილი პიჯაკი), ფართო შარავარები, ხოლო ქალის ტანსაცმელში — „ხიტონი“. წარსულში ურუმები კაბის ნაცვლად ხელნაკეთი მაუდისგან შეკერილ „ჩხუს“ ატარებდნენ, პიჯაკის ნაცვლად — არხალუხს, შარვლის ნაცვლად — ფართო შარავარებს; ფეხთ ემოსათ შალის მოხატული ნაქსოვი წინდები და მოქნილი ტყავის ფეხსაცმელი — „ჩარუზი“, თავზე ცხვრის ტყავის ფაფახი ეხურათ. მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა ქალების თავის, მხრის, მკერდის, ყურისა და ხელის მორთულობა.
საქართველოში მცხოვრები ბერძნების საკვებიც არაერთგვაროვანი იყო. მდიდრებს უფრო მეტი ჰქონდათ ხორციანი საჭმელი, ღარიბები კი ახალდაკრეფილი, საკვებად ვარგისი ველური ბალახით — ღიმითა და პავალიკით კმაყოფილდებოდნენ. ბალახებს იმარაგებდნენ და უხვად ინახავდნენ ზამთრისთვის. ბერძნები აცხობდნენ ხორბლის პურს ან სიმინდის მჭადს, წარსულში საკვებად გამოიყენებოდა ქერის ან ასლის პურიც (წალკა). აფხაზი ბერძნების ეროვნულ ნაციონალურ საკვებს წარმოადგენდა ფაფა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beaton, Roderick (2021). The Greeks : a global history. Basic Books. ISBN 978-1-5416-1829-9. OCLC 1237348138.
- (2006) Pocket World in Figures (Economist). London: Economist Books. ISBN 1-86197-825-1.
- Cadogan, Gerald; Langdon Caskey, John (1986) The End of the Early Bronze Age in the Aegean. Boston: Brill Academic Publishers. ISBN 9004073094.
- Drews, Robert (1994). The coming of the Greeks: Indo-European conquests in the Aegean and the Near East. Princeton, N.J: Princeton University Press. ISBN 0691029512.
- Griffin, Jasper; Boardman, John; Murray, Oswyn (2001). The Oxford history of Greece and the Hellenistic world. Oxford [Oxfordshire]: Oxford University Press. ISBN 0-19-280137-6.
- Kaldellis, Anthony (2008). Hellenism in Byzantium: The Transformations of Greek Identity and the Reception of the Classical Tradition (Greek Culture in the Roman World). Cambridge, UK: Cambridge University Press. ISBN 0-521-87688-5.
- Mallory, James; Adams, Douglas (1997) Encyclopedia of Indo-European Culture. New York: Routledge. ISBN 1884964982.
- Mango, Cyril A. (2002). The Oxford history of Byzantium. Oxford [Oxfordshire]: Oxford University Press. ISBN 0-19-814098-3.
- Mazower, Mark (2002). The Balkans : A Short History. New York: Modern Library. ISBN 0-8129-6621-X.
- Norwich, John Julius (1998). A Short History of Byzantium. London: Vintage. ISBN 0-679-77269-3.
- Roberts, J.M. (2007). The New Penguin History of the World. Penguin (Non-Classics). ISBN 0-14-103042-9.
- Smith, Anthony Robert (1991). National identity. Reno: University of Nevada Press. ISBN 0-87417-204-7.
- Sofos, Spyros A.; Özkırımlı, Umut (2008). Tormented by History: Nationalism in Greece and Turkey. C Hurst & Co Publishers Ltd. ISBN 1-85065-899-4.
- Veremis, Thanos; Koliopoulos, John S. (2007). Greece: The Modern Sequel. C Hurst & Co Publishers Ltd. ISBN 1-85065-463-8.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Population – Country of Birth, Citizenship Category, Country of Citizenship, Language, Religion, Ethnic/Religious Group, 2011. Statistical Service of the Republic of Cyprus. ციტირების თარიღი: 26 April 2016
- ↑ Total ancestry categories tallied for people with one or more ancestry categories reported 2011–2013 American Community Survey 3-Year Estimates. American FactFinder. U.S. Department of Commerce: United States Census Bureau (2013). ციტირების თარიღი: 23 May 2016
- ↑ U.S. Relations with Greece. United States Department of State (10 March 2016). ციტატა: „Today, an estimated three million Americans resident in the United States claim Greek descent. This large, well-organized community cultivates close political and cultural ties with Greece.“ ციტირების თარიღი: 18 May 2016
- ↑ Population in private households 2021 by migration background. ციტირების თარიღი: 2023-08-06
- ↑ 2021 Census of Population and Housing General Community Profile. ციტირების თარიღი: 30 December 2022
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, ტ. 1, თბ., 1991, გვ. 332