კვირიჯვრობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვირიჯვრობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის განაპირას, ჩრდილოეთით, საყდართხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,6x5 მეტრი), ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვით და კირის ხსნარით. წყობის რიგების სწორხაზოვნება მეტ-ნაკლებად დაცულია. დაზიანებულია ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნახევარი, აქა-იქ მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი გადახურულია ქვიშაქვის არქიტრავით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი გარეთკენ შევიწროებული თაღოვანი სარკმელისაა. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდის სამხრეთის გვერდში ორი, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი ოთხკუთხა ნიშია. კონქის თაღი შეისრულია, მსგავსი ფორმისაა კამარაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]