კვირა
კვირა (კვირადღე) — კვირის დღე შაბათსა და ორშაბათს შორის. ძველ გერმანულ ტომებში ეს დღე ეძღვნებოდა მზეს, აქედანაა ინგლისური (Sunday). ბევრ სლავურ ენაში კვირადღეს ჰქვია „неделя“, ე.ი. დღე, როდესაც არ მუშაობენ („не делают“). კვირადღე ხშირად კვირის უკანასკნელი დღეა (განსაკუთრებით ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში), სხვაგან — კვირის პირველი დღე. ეს ტრადიცია მომდინარეობს ძველი ებრაელებისა და ძველი ეგვიპტელებისაგან. სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით 1976 წლის 1 იანვრიდან კვირადღე დადგინდა კვირის ბოლო დღედ.
კვირადღე ქრისტიანთა უმრავლესობისათვის დასვენების დღეა. მართლმადიდებელ ქრისტიანებში ამ დღეს არ შეიძლება საოჯახო, სასოფლო-სამეურნეო და საზოგადოებრივი საქმიანობა, რაიმეს კეთება, რაც სხვისგან მოითხოვს შრომის გაწევას (მაგ. ყიდვა, მომსახურების მიღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ა.შ.). გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი სამედიცინო და სხვა სახის მომსახურება.
კვირა ქართველურ ენებზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეგრული: ჟაშხა
- ლაზური: ბჟაშხა
- სვანური: მიშლადეღ
- ძველქართული: მზისა