კვიპროსელი ბერძნები
კვიპროსელი ბერძნები (ბერძ. Ελληνοκύπριοι) — კვიპროსის ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობა. შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ს. მათი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლია.
კვიპროსელი ბერძნები არიან აქაელებისა და მიკენელების შთამომავლები, რომლებიც კუნძულზე ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში დასახლდნენ. დროთა განმავლობაში ბერძენი ემიგრანტების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და კვიპროსი ელინისტური სამყაროს განუყოფელი ნაწილი გახდა. 395 წელს რომის იმპერიის დაშლის შემდეგ კუნძულის ბერძენი მოსახლეობა მრავალი საუკუნის მანძილზე ბიზანტიის იმპერიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 431 წელს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება.
გარკვეული სირთულეების წინაშე დადგა ბერძენი მოსახლეობა კუნძულზე თურქების მოსვლის შემდეგ. XII საუკუნის ბოლოდან ბერძენი მოსახლეობა ლუზინიანების ფეოდალური საგვარეულოსა და შემდეგ ვენეციელების ზეწოლის ქვეშ აღმოჩდნენ, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და დაუწესეს მათ გადასახადები. მნიშვნელოვნად შემსუბქდა ბერძნების ცხოვრება 1571 წელს, კუნძულის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ. მიუხედავად თავისი პლიუსებისა ოსმალების ბატონობა იყო მძიმე და მნიშვნელოვნად შეცვალა ადგილობრივი კულტურა.
1960 წელს კვიპროსმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ხელისუფლებაში მოვიდა მთავარეპისკოპოსი მაკარიოს III. კიპროსელ ბერძნებში გავრცელდა ირედენტისტული მიმდინარეობა ენოზისი, რომელიც გახდა კუნძულზე თურქული ძალების შეჭრისა და მისი ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაციის მიზეზი. შედეგად მოსახლეობა დაიყო ორ ნაწილად, ჩრდილოეთში მცხოვრებმა კვიპროსელმა ბერძნებმა მიატოვეს საცხოვრებელი ადგილი და დასახლდნენ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ან ევროპის ქვეყნებში.
კვიპროსელი ბერძნები საუბრობენ ბერძნულ-კვიპროსულ დიალექზე, რომელიც მცირედით განსხვავდება ახალი ბერძნული ენისაგან.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История поселенцев Кипра დაარქივებული 2015-04-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)