კეცალტენანგოს დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
კეცალტენანგო
Quetzaltenango
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
ადმ. ცენტრი Quetzaltenango
კოორდინატები 14°50′45″ ჩ. გ. 91°31′08″ დ. გ. / 14.84583° ჩ. გ. 91.51889° დ. გ. / 14.84583; -91.51889
დაარსდა 16 სექტემბერი, 1845
ფართობი 1 951 კმ²
მოსახლეობა 624 716 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC-6

კეცალტენანგო (ესპ. Quetzaltenango) — დეპარტამენტი დასავლეთ გვატემალის მაღლობზზე. დედაქალაქია კეცალტენანგო — გვატემალის მეორე უდიდესი ქალაქი. დეპარტამენტი დაყოფილია 24 მუნიციპალიტეტად. ძირითადი მოსახლეობაა ესპანურენოვანი ლადინები და მაიას ჯგუფის კიჩესა და მამის ხალხები. რელიეფი მთიანია, ძირითადი მდინარეა სამალა. მოქცეულია სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაში, რაც განაპირობებს როგორც მიწისძვრებს, ისე ვულკანურ აქტივობებს.

ესპანელთა მიერ დაყრობამდე, დღევანდელი კეცალტენანგოს დეპარტამენტის ტერიტორია შედიოდა კუმარკახის კიჩეს სამეფოს შემადგენლობაში, რომელიცც ესპანელებმა პედრო დე ალვარადოს მეთაურობით დაამხეს. დეპარტამენტის სტატუსი 1845 წლის დეკრეტით მიენიჭა.

კეცალტენანგოს დეპარტამენტში დაიბადა გვატემალის რამდენიმე პრეზიდენტი, ასევე რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]