ალტა-ვერაპასის დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ალტა-ვერაპასი
Alta Verapaz
დროშა გერბი

ქვეყანა გვატემალის დროშა გვატემალა
ადმ. ცენტრი კობანი
შიდა დაყოფა Chahal და Chisec
კოორდინატები 15°30′00″ ჩ. გ. 90°20′00″ დ. გ. / 15.50000° ჩ. გ. 90.33333° დ. გ. / 15.50000; -90.33333
ფართობი 8 686 კმ²
ოფიციალური ენა ესპანური ენა, Poqomam, Q’eqchi’, Poqomchi' და Achi
მოსახლეობა 776 246 კაცი (2002)
სასაათო სარტყელი UTC-6
მდინარე კააბონი

ალტა-ვერაპასი — დეპარტამენტი გვატემალაში, ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია კობანი. ჩრდილოეთით ესაზღვრება ელ-პეტენის, აღმოსავლეთით — ისაბალის, სამხრეთით — საკაპის, ელ-პროგრესოსა და ბახა-ვერაპასის, დასავლეთით კი ელ-კიჩეს დეპარტამენტები.

დეპარტამენტის მნიშვნელოვანი ქალაქებია: ჩესეკი, სან-პედრო-კარჩა და სან-კრისტობალ-ვერაპასი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლუმბამდელ ეპოქაში, ეს ტერიტორია მაიას ცივილიზაციას მიეკუთვნებოდა. როდესაც 1520-იან წლებში მოსულმა ესპანელიმა კონკისტადორებმა გვატემალის ცენტრალური და სამხრეთი მაღლობები დაიპყრეს, მაგრამ ამ რეგიონიდან ადგილობრივთა მძვინვარე წინააღმდეგობის შედეგად უკუიქცნენ. ესპანელმა მისიონერებმა ადგილობრივებს სთხოვეს მათთვის უფლება მიეცათ ეს მიწა მშვიდობით მოექციათ ქრისტიანობაზე, რაც მათ წარმატებით განახორციელეს კიდეც და ამ არეალს „ვერაპასი“ უწოდეს, რაც „ნამდვილ მშვიდობას“ ნიშნავს, რადგან ეს მიწა ქრისტიანობასა და ესპანეთის მეფის კონტროლქვეშ უომრად მოექცა. XIX საუკუნეში ეს არეალი ყავის მწარმოებელ მნიშვნელოვან რეგიონად იქცა.

მექსიკის ნარკო-ომის შედეგად, 2010 წლის დეკემბერში ლოს-სეტასის ნარკო-კარტელის წევრებმა დეპარტამენტის უდიდესი ნაწილი და მრავალი ქალაქი დაიკავეს. 19 დეკემბერს, გვატემალის მთავრობამ საგანგენო მდგომარეობა გამოაცხადა.[1][2]


ალტა-ვერაპასის დეპარტამენტი 17 მუნიციპალიტეტისგან შედგება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wire Staff, the CNN (December 20, 2010). „Guatemalan government declares siege to fend off drug gang“. Cable News Network. ციტირების თარიღი: 20 December 2010.
  2. AP, Google (December 19, 2010). „Guatemalan military seizes drug-plagued province“. The Associated Press. ციტირების თარიღი: 20 December 2010.[მკვდარი ბმული]