კერნზი
ქალაქი | |
---|---|
კერნზი ინგლ. Cairns | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | კუინზლენდი |
კოორდინატები | 16°55′00″ ს. გ. 145°46′00″ ა. გ. / 16.91667° ს. გ. 145.76667° ა. გ. |
დაარსდა | 1876 |
ფართობი | 488 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 156 169 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 320,02 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 |
საფოსტო ინდექსი | 4870 |
ოფიციალური საიტი | cairns.qld.gov.au |
კერნზი[1] (ინგლ. Cairns) — ქალაქი აღმოსავლეთ ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში. 2011 წლის აღწერით, მოსახლეობა შეადგენს 156 169 ადამიანს[2], მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კერნზის მეთოთხმეტე ადგილი უკავია ავსტრალიის ქალაქებს შორის, მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 320,02 ადამიანს შეადგენს. ქალაქის ფართობია 488 კმ². კერნზი 1707 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ბრიზბენს, ხოლო 2420 კილომეტრით დაცილებულია მოსაზღვრე შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქი დაარსდა 1876 წელს. ქალაქი გაშენებულია მარჯნის ზღვის ნაპირებზე და ის მდებარეობს კეიპ-იორკის ნახევარკუნძულზე. ქალაქთან ახლოს მდებარეობს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარებული კუინზლენდის ტენიანი ტროპიკების ეროვნული პარკი. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია დეკემბერი და იანვარი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა ავსტრალიის სხვა ქალაქებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და შეადგენს 2222.9 მმ-ს.
გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სიქიზმური რელიგიის ტაძარი, კერნზი
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლაე, პაპუა-ახალი გვინეა (მორობეს პროვინცია) 1984 წლიდან
მინამი, იაპონია (ტოკუსიმა) 1969 წლიდან
ოუამა, იაპონია (ტოტიგი) 2006 წლის 15 ივნისი
რიგა, ლატვია 1990 წლიდან[3]
სკოტსდელი აშშ 1987 წლიდან
სიდნეი (ბრიტანეთის კოლუმბია) კანადა 1984 წლიდან
ჩანძიანი, ჩინეთი (გუანდუნის პროვინცია) 2004 წლიდან
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში, თბ., 1989. — გვ. 90.
- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-22. ციტირების თარიღი: 2015-02-18.
- ↑ Twin cities of Riga. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2009-07-27.
|