შინაარსზე გადასვლა

კერკუანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუნიკური ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ტუნისის დროშა ტუნისი | ქვეყნის დროშა2 | name = ტუნისის დროშა ტუნისი | variant = | size =

}}
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii
რეგიონი არაბული სახელმწიფოები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1985  (მე-9 სესია)
ნომერი 332
გაფართოება 1986
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 332
ინგლ.რუს.ფრ.

კერკუანე (არაბ. كركوان‎) — პუნიკური ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისში, კაპ-ბონის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. ეს ფინიკიური ქალაქი სავარაუდოდ მიტოვებულ იქნა პირველი პუნიკური ომისას (ძვ. წ. 250) რომაელებს ის აღარ აღუდგენიათ. იგი დაახლოებით 400 წლის მანძილზე არსებობდა.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. IV-III საუკუნეების ნანგრევები. თვალნათელი გახდა ქალაქის იერსახე: ბევრ სახლს ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს კედლები, ჯერ კიდევ ჩანს ფერადი თიხა მათ ფასადებზე. სახლებს სტანდარტული გეგმა გააჩნიათ, რაც თანხმობაში მოდის ქალაქის გეგმარებასთან.

შემორჩენილია ტაძრის ზოგიერთი სვეტი და ატრიუმის პატარა, მოზაიკური ნაწილი. ბოძები, ქვის საფეხურები, ზღურბლები, და იატაკი მოზაიკის ფენებითაა დაფარული. კერკუანეში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ მიჩნეულია, რომ მისი საუკეთესო ნაწილი უკვე აღმოჩენილია.

კართაგენის, ადრამეტუმის (თანამედროვე სუსი) და უტიკის გვერდით კერკუანე უმნიშვნელოვანესი პუნიკური ქალაქი იყო.

1985 წელს, ქალაქი კერკუანე და მისი ნეკროპოლისი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: