შინაარსზე გადასვლა

იშქელის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იშკელის ეროვნული პარკი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა, რამსარის ტერიტორია და biosphere reserve
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ტუნისის დროშა ტუნისი | ქვეყნის დროშა2 | name = ტუნისის დროშა ტუნისი | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
რეგიონი არაბული სახელმწიფოები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1980  (მე-4 სესია)
ნომერი 8
საფრთხის ქვეშ 1996-2006
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 8
ინგლ. • რუს. • ფრ.

იშკელის ტბა (არაბ. بحيرة اشكل‎) — ტბა ჩრდილოეთ ტუნისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს სიახლოვეს. ტბა და იშკელის ეროვნული პარკის ვეთლენდები მნიშვნელოვანი გაჩერებაა ყოველწლიურად ასეულ ათასობით გადამფრენი ფრინველისთვის. მათ შორის არიან იხვები, ბატები, ყანჩები და ვარდისფერი ფლამინგოები. 1980 წელს პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, მაგრამ 1996 - 2006 წლებში ის შედიოდა საფრთხის ქვეშ მყოფ ძელგთა სიაში, რადგან ტბის მასაზრდოებელ მთავარ მდინარეზე დამბის აშენებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ტბისა და ვეთლენდების ეკოლოგიური ბალანსი.

იმის გამო, რომ დამბამ შეამცირა ტბაში მტკნარი წყლის ჩადინების რაოდენობა, მტკნარი წყლის არაერთი მცენარე სიმლაშის მოყვარულმა ჩაანაცვლა. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედა გადამფრენ ფრინველებზე, რომლებიც ამ მცენარეებს საკვებად იყენებდნენ.

იუნესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, ტუნისის მთავრობამ გააუქმა მტკნარი წყლის შემაკავებელი ზოგიერთი ჯებირი, შესაბამისად იკლო მარილიანობამ, რის შემდეგაც 2006 წელს, იუნესკომ ობიექტი საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიიდან ამოიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]