კერკეტი კაკალი (1988 წლის ფილმი)
„კერკეტი კაკალი“ | |
---|---|
ჟანრი | ბოევიკი, კრიმინალური ფილმი |
რეჟისორი | ჯონ მაკ-ტირნანი |
პროდიუსერი |
ლოურენს გორდონი ჯოელ სილვერი |
როლებში |
ბრიუს უილისი ალან რიკმანი |
კომპოზიტორი | მაიკლ კეიმენი |
ოპერატორი | იან დე ბონტი |
სტუდია | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი | 1988 |
ხანგრძლივობა | 133 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა |
ინგლისური გერმანული |
ბიუჯეტი | $ 28 000 000 |
შემოსავალი | $ 140 767 956 |
შემდეგი | კერკეტი კაკალი 2 |
„კერკეტი კაკალი“ (ინგლ. Die Hard) — 1988 წელს რეჟისორ ჯონ მაკ-ტირნანის მიერ გადაღებული ფილმი როდერიკ ტორპის რომანის, „არაფერი არ არის უსასრულოს“ მიხედვით. თავიდან სცენარი დაიწერა ფილმ „კომანდოსთვის“, მაგრამ არნოლდ შვარცენეგერის უარის გამო, სცენარის კორექტირება და მისთვის ახალი გმირის მოძებნა მოხდა.
ფილმს აქვს გაგრძელება: კერკეტი კაკალი 2 (1990), კერკეტი კაკალი: შურისძიება (1995), კერკეტი კაკალი 4 (2007) და კერკეტი კაკალი: კარგი დღე სიკვდილისთვის (2013).
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შობის წინადღეს ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცერი ჯონ მაკლეინი (ბრიუს უილისი) ჩადის ლოს-ანჯელესში, რათა ცოლს, ჰოლის (ბონი ბედელია) შეურიგდეს, რომელმაც იურისტის კარიერა აიწყო კომპანია ნაკატომიში. ლიმუზინის მძღოლ არგაილს ჯონი ცათამბჯენ ნაკატომი პლაზაში მიჰყავს. ცათამჯენში ზეიმობენ კომპანიისთვის მომგებიანი კონტრაქტის გაფორმებას (ამაში თავისი წვლილი შეიტანა ჰოლი ჯენერომ). ჯონი ცოლს ხვდება, შემდეგ კი მის კაბინეტში ტანსაცმელს იცვლის. ამავე დროს წვეულებას აჩერებს ჰანს გრუბერი (ალან რიკმანი) და მისი კარგად შეიარაღებული და მომზადებული დასავლეთ გერმანიიდან. ჯგუფში შედიან კარლი, ფრანკო, ტონი, ტეო, ალეხსანდრე, მარკო, კრისტოფი, ედიი, ული, გენრიხი, ფრიტცი და ჯეიმსი. ტერორისტები თავისი კონტროლის ქვეშ აქცევენ მთელ ცათამბრჯენს. ტერორისტების ჯგუფი ჭრის ტელეფონურ ხაზებს და იყვანეს მძევლებს. მძევლები გახდნენ ყველა, ჯონ მაკლეინის გარდა, რომელიც ტერორისტებმა ვერ იპოვეს. მთელი ფილმის განმავლობაში ჯონს უწევს ფეხშიშველად სიარული, რადგან თვითმფრინავში მეგზურმა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაფრენის შედეგების ადვილად გადატანად ურჩია.
ჰანს გრუბერი მძევლებს შორის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ჯოზეფ ტაკაგის პოულობს და ეუბნება, რომ უნდა კორპორაციის ხელში ჩაგდება კორპორაციის სიძუნწის გამო. მძევლებისგან შორს მყოფი გრუბერი ცდილობს კორპორაციის კომპიუტერის პაროლის გაგებას, რათა სეიფში შესხვა მოახერხოს. გარდა ამისა, ის აღიარებს, რომ ტერორიზმი მხოლოდ საფარველია, და რომ მას 640 მლნ. დოლარის აბლიგაციების მოპარვა სურს. კორპორაციის დირექტორი უარს ამბობს თანამშრომლობაზე, რადგან პაროლი, რომელიც მან იცის, სეიფის მხოლოდ პირველ საკეტს გახსნის. ამის გამო გრუბერი მას კლავს. ამავე დროს, ამას ჩუმად აკვირდება ჯონ მაკლეინი. პოლიციის გამოსაძახებლად იგი სახანძრო სიგნალიზაციას რთავს, მაგრამ, ტერორისტები 911-ში რეკავენ და ამბობენ, რომ სიგნალი ცრუ არის. სიგნალის ჩამრთველის საპოვნელად გრუბერი თავის დამხმარეს, ტონის გზავნის, რომელსაც მაკლეინი საბოლოოდ კლავს და იარაღს და რაციას ართმევს. ამ რაციით ის პოლიციას იძახებს. სიტუაციის შესამოწმებლად ადგილზე სერჟანტი ელ პაუელი (რეჯინალდ ველჯონსონი) მიდის. პაუელი შენობაში შედის, დაცვის როლში კი მას ჰანსის დამხმარე ხვდება. პაუელი ვერაფერ უცნაურს ვერ პოულობს და მანქანაში ბრუნდება, მაგრამ ჯონი ყურადღების მისაქცევად ფანჯრიდან გვამს ისვრის, რომელიც პაუელის მანქანაზე აცემა. ამის შემდეგ სერჟანტი დახმარებას იძახებს და პოლიცია შენობას ალყაში აქცევს. მალევე მაკლეინი მოკლული გენრიხის ჩანთას იღებს, რომელშიც ბომბი C-4 და მისი დეტონატორები არის.
გარკვეული დროის შემდეგ პოლიცია შენობის შტურმის გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ტერორისტები გაგზავნილ ჯავშნიან მანქანას რაკეტებით უტევენ, რის გამოც შტურმი იშლება. ამავე დროს ლიფტის შახტაში მაკლეინი ბომბას აგდებს, რის შედეგადაც ჰანსის ორი დამხმარე იღუპება. ამის შემდეგ ჰანსთან ჰარი ელისი მიდის, რომელიც ჯონთან კონტაქტის დამყარებას ცდილობს და ეუბნება, რომ ბომბი ჰანსს დაუბრუნოს. მაკლეინი უარს ამბობს, რის გამოც ჰანსი ელისს კლავს. სახურავზე დამონტაჟებული ბომბების შემოწმების დროს ჰანსი ჯონს ხვდება, მაგრამ თავს მძევლად ასაღებს. ცოტა ხნის შემდეგ ჯონი ჰანსს უტყვიო იარაღს აძლევს. ჰანსი ამას ვერ ამჩნევს, რაციით დახმარებას იძახებს და ჯონის მოკვლას ცდილობს. მალევე განსის დახმარება მოდის, რომელსაც ჯონი უმკლავდება, მაგრამ ამავე დროს მას ფეხში შუშა ხვდება, რის გამოც მას ბომბის დატოვება უწევს. დაბრუნებისას ჰანსი იგებს, რომ სეიფის პირველი ხუთი მექანიკური საკეტი გატეხილია და დარჩა ბოლო, ელექტრონული.
სიტუაციის მოსაგვარებლად საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროდან ერევიან. პირველი მათი გადაწყვეტილება გახდა შენობაში ელექტროენერგიის გათიშვა. ეს ტერორისტებს მხოლოდ ეხმარება: ისინი ხვდებიან სეიფში, საიდანაც მათ უამრავი ფული გამოაქვთ. მალევე ჰანსი კონტაქტზე გამოდის და სახურარავზე ვერტმფრენის დაშვებას ითხოვს, მას ეთანხმებიან. ჰანსი გამოძახებული ვერტმფრენის, სახურავის და იქ მყოფი მძევლების აფეთქებას აპირებს, რათა პოლიცია დააჯეროს, რომ ისიც დაიღუპა. გარდა ამისა, ჰანსი ნახულობს ფოტოს, სადაც ჯონი და ჰოლი ერთად არიან. ჰოლი მას თავისთან და თეოსთან ერთად მიჰყავს.
აფეთქების შემდეგ თეო ფულთან ერთად სასწაფო მანქანაში ჯდება, მაგრამ მას გარაჯში ჩაკეტილი არგაილი ამჩნევს და წასვლის საშუალებას არ აძლევს. ნაკატომის ცათამბრჯენში მყოფი ჯონი ამჩნევს, რომ მის ავტომატში ტყვიები აღარ არის, ხოლო პისტოლეტში მხოლოდ ორიღა დარჩა. ჰოლის გადასარჩენად პისტოლეტს ის ზურგზე სკოტჩით იკრავს, ხოლო ჰანსის და ედდის ყურადღების გასაფანტად ისტერიულ სიცილს იწყებს. ცოტა ხნის შემდეგ ის ედდის თავში, ხოლო ჰანსს მხარში ესვრის. სროლის შემდეგ ჰანსი ცათამბრჯენის ფანჯარას ამტვრევს და თითქმის ვარდება, მაგრამ, ჰოლის საათს ეჭიდება და დროს იგებს. მიუხედავად ამისა, ჯონი დროზე ახერხებს საათის მოხსნას და განსი 32-ე სართულიდან ვარდება.
გამოსვლის შემდეგ მძევლის სახით შენობიდან გამოდის ტერორისტი კარლი, რომელიც ჯონს მოკლული ეგონა. ის თოფს ჯონს უმიზნებს, მაგრამ სერჟანტი პაუელი დროულად მოქმედებს და ტერორისტის ლიკვიდაციას ახდენს. ამის შემდეგ კორესპონდენტი ტონბერგი ჯონთან მირბის და ინტერვიუს ჩაწერას ცდილობს, მაგრამ ჰოლი მას ურტყავს. არგაილს ჯონი და ჰოლი მიჰყავს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსახიობი | როლი |
---|---|
ბრიუს უილისი | ჯონ მაკლეინი |
ალან რიკმანი | ჰანს გრუბერი |
ბონი ბედელია | ჰოლი ჯენერო |
ალექსანდრე გოდუნოვი | კარლი |
ჯეიმზ შიგეტა | ჯოზეფ იასინობუ ტაგაკი |
რეჯინალდ ველჯონსონი | ელ პაუელი, პოლიციის სერჟანტი |
პოლ გლისონი | დუეინ რობინსონი |
დევორო უაიტი | არგაილი |
უილიამ ატერტონი | რიჩარდ ტორნბერგი |
ჰარტ ბოკნერი | ჰარი ელისი |
რობერტ დავი | გფბ-ს აგენტი ბიგ ჯონსონი |
გრანდ ლ.ბუში | გფბ-ს აგენტი ლიტლ ჯონსონი |