კელი მაკდონალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კელი მაკდონალდი
KellyMacdonaldOct07 2.jpg
დაბადების თარიღი 23 თებერვალი, 1976
გლაზგო, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფო
ეთნიკურად შოტლანდიელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1996-დღემდე
მეუღლე(ები) დაგი პაინი
შვილ(ებ)ი 2

კელი მაკდონალდი (ინგლ. Kelly Macdonald; დ. 23 თებერვალი, 1976, გლაზგო, გაერთიანებული სამეფო) — შოტლანდიელი მსახიობი. სახელი გაითქვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა: „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2“, „იატაკქვეშა იმპერია“, „ჩხერკეთელაობა“ და ა.შ. იგი რამდენჯერმე იყო ნომინირებული ემისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებზე.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კელი მაკდონალდი დაიბადა 1976 წლის 23 თებერვალს გლაზგოში, შოტლანდიაში. როდესაც ხუთი წლის იყო, მისი ოჯახი აბერდინში გადასახლდა. 1993 წელს დაამთავრა ისტვუდის საშუალო სკოლა[1].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად იგი გლაზგოში ბარმენად მუშაობდა.[2]კელი მაკდონალდის სამსახიობო დებიუტი 1996 წელს შედგა ფილმში „ჩხერკეთელაობა“ შესრულებული დაიან კულსტონის როლით[3]. იმავე წელს იგი კიდევ სამ ფილმში დაამტკიცეს როლზე. რამდენიმე მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური როლის შემდეგ, 1998 წელს კელი დაამტკიცეს ლედი იზაბელ ნოლიზის როლზე ისტორიულ ფილმში „ელისაბედი“, რომელიც დედოფალ ელისაბედ I-ის მმართველობაზეა დაფუძნებული. აქ იგი დედოფლის სეფექალის როლს ასრულებს. 2004 წელს ფილმში „ჯადოსნური ქვეყანა“ შეასრულა პიტერ პენის როლი[4]. 2005 წელს ჯინას როლი შეასრულა ფილმში „გოგონა კაფეში“[5], რისთვისაც იგი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული[6].

ამის შემდეგ იგი კვლავ პატარა როლებს ასრულებდა სხვადასხვა ფილმსა და სერიალში, რის შემდეგაც, 2011 წელს ფილმში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2“ შეასრულა ელენა რავენკლაუს როლი. ამის პარალელურად, 2010-2014 წლებში იგი თამაშობდა მარგარეტ ტომპსონის როლს სერიალში „იატაკქვეშა იმპერია“. ეს სერიალი მისთვის განსაკუთრებული წარმატებისა და აღიარების მომტანი აღმოჩნდა. ამ როლისათვის იგი 2011 წელს ნომინირებული იყო ემის ჯილდოზე.

2012 წელს კელიმ გაახმოვანა პრინცესა მერიდა, დისნეის ანიმაციურ-ფილმში „გულადი“. მან მოგვიანებით ისევ მერიდა გაახმოვანა ანიმაციურ-ფილმში „რალფმა ინტერნეტი გააფუჭა“, რომელიც 2018 წელს გადაიღეს.

ასევე 2012 წელს იგი ფილმში „ანა კარენინა“ თამაშობდა ანას რძლის, დოლი ობლონსკაიას როლს. 2016 წელს სერიალში „შავი სარკე“ შეასრულა კარინ პარკის ეპიზოდური როლი. 2017 წელს გადაიღეს ფილმში „ნახვამდის კრისტოფერ რობინ.“ 2018 წელს ფილმში „ჰოლმსი&უოტსონი“ შეასრულა მისის ჰუდსონის როლი. 2019 წელს სერიალში „მსხვერპლი“ განასახიერა ანა დინი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის აგვისტოში კელი დაქორწინდა მუსიკოს დაგი პაინს, რომლისგანაც ორი შვილი გააჩინა და 2014 წელს მათთან ერთად დასახლდა გლაზგოში, რის შემდეგაც ჯერ ლონდონში, შემდეგ კი ნიუ-იორკში გადასახლდნენ[7][8]. 2017 წლიდან წყვილი გაშორებულია, თუმცა არა განქორწინებული[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nicoll, Vivienne (28 November 2013). "Star Kelly stages a comeback at school". Evening Times. Retrieved 11 March 2018.
  2. Cadwallader, Carole (5 April 2009). "Cinema's best-kept secret". The Guardian. London, UK.
  3. "Trainspotting". DVDMG. Retrieved 26 August 2010.
  4. "Finding Neverland". Yahoo Movies. Archived from the original on 26 February 2012. Retrieved 26 August 2010.
  5. "Girl in the Café". Qwipster. Retrieved 26 August 2010.
  6. "2006 Golden Globe". About.com. Archived from the original on 13 January 2011. Retrieved 26 August 2010.
  7. https://www.independent.co.uk/arts-entertainment/films/features/kelly-macdonald-glasgow-girl-made-good-9716993.html
  8. https://www.standard.co.uk/news/my-london-kelly-macdonald-6319109.html
  9. "Actress Kelly Macdonald, Travis Bassist Douglas Payne Have Separated". Billboard. Retrieved 19 September 2017.