კეიჯი ნიშიოკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეიჯი ნიშიოკა
იაპონ. 西岡京治
დაბ. თარიღი 14 თებერვალი, 1933(1933-02-14)
დაბ. ადგილი Keijō, კორეა იაპონიის მმართველობის ქვეშ
გარდ. თარიღი 21 მარტი, 1992(1992-03-21) (59 წლის)
გარდ. ადგილი თიმფუ, ბჰუტანი
მოქალაქეობა  იაპონია
საქმიანობა ბოტანიკოსი, leader და official
მუშაობის ადგილი ჯაიკა
ალმა-მატერი Osaka Prefecture University და Osaka Prefectural Yao High School
ჯილდოები Royal Order of Bhutan

დასო კეიჯი ნიშიოკა (იაპონ. 西岡京治 დ. 14 თებერვალი 193321 მარტი 1992) — იაპონელი ბოტანიკოსი. ბჰუტანში იაპონიის მთავრობამ გააგზავნა ბჰუტანის სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მიზნით. ნიშიოკა მუშაობდა ბჰუტანში სოფლის მეურნეობის ექსპერტად 28 წლის განმავლობაში 1992 წელს გარდაცვალებამდე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიჯი ნიშიოკა დაიბადა ტაცუზო ნიშიოკასა და ტოში ნიშიოკას ოჯახში 1933 წლის 14 თებერვალს სეულში. [2] ის ოთხი შვილიდან უფროსი იყო. სეულში, რომელსაც მაშინ ეძახდნენ კეიჯოს, კეიჯი დადიოდა საკურაგაოკას დაწყებით სკოლაში.

ოჯახი საცხოვრებლად ოსაკაში გადავიდა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების და კორეის შემდგომი დეკოლონიზაციის შემდეგ. ოსაკაში ნიშიოკა საშუალო სკოლაში სწავლობდა. 1952 წელს ნიშიოკა შევიდა ოსაკას პრეფექტურის უნივერსიტეტში (Osaka Prefecture University) სოფლის მეურნეობის შესასწავლად. 1959 წელს დაქორწინდა სატოკო ნიკაიზე.

ცხოვრება ბუტანში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს სასუკე ნაკაო, ოსაკას უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი, გაემგზავრა ბჰუტანში, როგორც პირველი ოფიციალური სტუმარი იაპონიიდან. ბჰუტანის პრემიერ მინისტრმა ჯიგმე პალდენ დორჯემ სთხოვა ნაკაოს გამოეგზავნა სოფლის მეურნეობის ექსპერტი, რომელიც დაეხმარებოდა ბჰუტანს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის მოდერნიზებაში.

იმ დროს იაპონიასა და ბჰუტანს შორის განვითარებული ორმხრივი ურთიერთობების ნაკლებობა ხელს უშლიდა ნებისმიერ გეგმას. თუმცა, ეს პრობლემა მოგვარდა, როდესაც ბჰუტანი შეუერთდა კოლომბოს გეგმას 1962 წელს და ამით მიიღო უფლება მიეღო დახმარება გეგმის ფარგლებში სხვა წევრი ქვეყნებისგან.[3]

პარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს ნიშიოკამ სამ სტუდენტთან ერთად დააარსა ექსპერიმენტული ფერმა პაროში, სახელწოდებით Bonday Farm. ამ ფერმაში ნიშიოკას იაპონიიდან ჩამოტანილი თესლიდან მოჰყავდა ბრინჯი, ბარდა, ბოლოკი, გოგრა და კომბოსტო. ფერმა წარმატებული იყო, თანდათანობით გაფართოვდა და მომგებიანი გახდა. მან ასევე მოუწოდა ფერმერებს გაეყიდათ თავიანთი პროდუქცია ბაზრებზე, მათ შორის პაროს მიღმა მდებარე ადგილებში, მათ შორის: თიმფუსა და ფუნჩეოლინგში.

ჟემგანგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიშიოკა, ბონდეის ფერმის ათ სტუდენტთან ერთად, გაემგზავრა ჟემგანგში 1976 წლის მარტში კომპლექსური განვითარების პროექტის ფარგლებში. ამ მხარის მცხოვრებნი ძირითადად ტყეებში სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი, მუდმივი დასახლებების გარეშე. ნიშიოკა მუშაობდა რეგიონის უფრო განვითარებისთვის. მან ბრძანება გასცა ტყეების გაწმენდა და ფერმერების დასახლება გასუფთავებულ ადგილებში სოფლებში.

სოფელ სონამთანგის მიმდებარე ტერიტორია 146 ჰექტარზე მდებარე ტყის ჭარბტენიანი ჭაობიანი ადგილიდან ნიშიოკას ბრძანებით გადაკეთდა ბრინჯის მინდვრებად. მეოთხე ხუთწლიანი გეგმის ბოლოს, 65 ოჯახს, რომელთა წევრებმაც წვლილი შეიტანეს ამ ტერიტორიაზე მიწის გაწმენდასა და დამუშავებაში, მიიღეს მიწა, რითაც შეიქმნა სოფელი სონამთანგი.

ჯილდოები და ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰუტანის სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი მრავალი წვლილისთვის ნიშიოკას 1980 წელს მიენიჭა დაშოს წოდება [4] ის იყო პირველი უცხოელი, რომელმაც მიიღო ხსენებული წოდება. მოგვიანებით მას მიენიჭა ბჰუტანის სამეფო ორდენი, რაც უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოდ ითვლება ბჰუტანში. [5]

მემკვიდრეობა და ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიშიოკა ბჰუტანში ცნობილია, როგორც "თანამედროვე სოფლის მეურნეობის მამა" . პანბანგში მას იხსენებენ როგორც "იაპონელ საჰიბს ".

პანბანგში დაკიდულ ხიდს ნიშიოკას სახელი ჰქვია.

2014 წლის ივნისში, იაპონიასა და ბჰუტანს შორის ორმოცდაათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, პაროში (ძონგხაგი) გაიხსნა ნიშიოკას ხსოვნის მუზეუმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Tokyo exihibition focuses on Bhutan fabrics". The Daily Yomiuri. Tokyo. 13 March 1999.
  2. Keiji Nishioka: A bridge between two nations | APFANEWS. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
  3. Dorji Penjore; Tshering Cigay Dorji (2011). Dasho Keiji Nishioka: A Japanese who lived for Bhutan. Thimphu. ISBN 9789993664642.
  4. Embassy of Japan in India. ციტირების თარიღი: 2020-10-23.
  5. Recipients of the Druk Thugsey Award and the Coronation medal - 6. Late Dasho K.J. Nishoka (Druk Thugsey)(1933-1992). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2014-04-25.