კაშინის ხიდი
კაშინის ხიდი Кашин мост | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′23″N 30°17′49″E / 59.923061° ჩ. გ. 30.296933° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ტიპი | საფეხმავლო, საავტომობილო |
მასალა | რკინა |
სიგრძე | 23,9 მ |
სიგანე | 16 მ |
გახსნის თარიღი | 1787 |
კაშინის ხიდი (რუს. Кашин мост) — საავტომობილო და საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. კრიუკოვის არხზე. აკავშირებს კოლომენსკისა და ყაზანის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა — 23,9 მეტრი, სიგანე — 16 მ.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიდი მდებარეობს რიმსკი-კორსაკოვის პროსპექტის გაგრძელებაზე.
ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი.
დინების ზემოთში მდებარეობს სტარო-ნიკოლსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ სავაჭრო ხიდი.
უახლოესი მეტროსადგურებია „სადოვაია“, „სენის მეოდანი“ და „სპასკაია“.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1789 წლიდან ხიდს ეწოდებოდა ნიკოლაევის ან ნიკოლსკის ხიდი, მის სიახლოვეს სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის საზღვაო ტაძრის მდებარეობის გამო. 1795 წიდან ხიდს ეწოდება კაშინის ხიდი ახლოს მდებარე კაშინის სასმელი სახლის მდებარეობის გამო, რომელმაც თავის მხრივ სახელწოდება სახლის მფლობელის გვარისაგან მიიღო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაშინის ხიდი ააგეს 1783-1787 წლებში კრიუკვის არხზე მდებარე ხიდების ტიპური პროექტის მიხედვით. იგი იყო ხის და სამმალიანი, ცენტრალური მალა კი იხსნებოდა. პროექტის ავტორი უცნობია.
1839-1840 წლებში გახსნადი მალა შეცვალეს მუდმივი მალით. 1863 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი. 1898 წელს ქალაქის სამმართველომ გადაწყვიტა შეეცვალა ხიდის ხის მასალა რკინით, მაგრამ ამ ეტაპზე პროექტი ვერ განხორციელდა.
1930-1932 წლებში არხზე გადეს ერთმალიანი თაღოვანი ქვის ხიდი. ხიდის პროექტი შეიმუშავა ხიდების სამმართველოს საპროექტო განყოფილებამ (არქიტექტორი კ. მ. დმიტრიევი, ინჟინერი ფ. კ. კუზნეცოვი). სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინრები პ. პ. სტეპნოვი და პ. ა. ჟუკოვი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кашин мост //СПб ГБУ «Мостотрест»